მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი საერთაშორისო ფორუმის ყურადღების ცენტრში
ოცდახუთი ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა თბილისში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმის „16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ მიზანი იყო მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის (მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება) განხორციელების პროცესში დაგროვილი გამოცდილებისა და მიღწეული წარმატების გაზიარება.
ფორუმის „16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები, WFUNA თანამშრომლობით. ფორუმის თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შვედეთის მთავრობა, ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო, UNDP, USAID, GIZ, ავსტრიის განვითარების სააგენტო, Tetra Tech ARD, IDFI და საქართველოს გაეროს ასოციაცია.