გიორგი კლდიაშვილი

g.kldiashvili@idfi.ge

+99532 2921514

გიორგი კლდიაშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი კლდიაშვილი არის IDFI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მას აქვს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ღია მმართველობის და ანტი-კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. გიორგის განხორციელებული აქვს პროექტები, კვლევები და ტრენინგები სხვადასხვა საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისთვის და სახელმწიფო დაწესებულებისთვის. გიორგი კლდიაშვილი არის ავტორი რიგი ნაშრომებისა, რომლებიც ეხება: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, კარგ მმართველობას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, ელექტრონულ მმართველობასა და დემოკრატიას, ღია მონაცემებს, საჯარო სამსახურს და საჯარო ადმინისტრირებას, მედიას და ინტერნეტს.

 

IDFI-ისთან დაკავშირებული საქმიანობის გარდა გიორგი კლდიაშვილს, როგორც სპეციალობით ისტორიკოსს, აქვს გამოცდილება აკადემიურ საქმიანობაში, კერძოდ, ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის შესახებ კვლევებში. ის არის პროფესიონალი არქივის მკვლევარი და აქვს საქართველოსა და უცხოეთის არქივებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. გიორგი კლდიაშვილს აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტურა და მუშაობდა პროფესორად და ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტში.

 

გიორგი კლდიაშვილი 2017-2020 წლებში იყო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრი სამოქალაქო საზოგადოებიდან.

 

იგი სრულყოფილად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

გიორგი კლდიაშვილი (ის) პუბლიკაციები