სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა მდგრადი განვითარების მიზნების გავრცელებაში

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 20 აგვისტო 2019

„არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ – მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მთავარი პრინციპია. თანამშრომლობა და ჩართულობა ასევე საკვანძო ცნებებია ამ მიზნების შესრულების პროცესისთვის. მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია მთავრობებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ერთობლივი ძალისხმევა. ეს მხარეებია: სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები (მაგალითად, „აზიის განვითარების ბანკი“) და განვითარებაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები.  

 

აზიის განვითარების ბანკის ინსტიტუტის (ADBI), აზიის განვითარების ბანკის არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გამოცხადდა ნაშრომების კონკურსი – „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა SDG-ების გავრცელებაში“. 2018 წლის 26-28 სექტემბერს, ტოკიოში გამართულ ღონისძიებაზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა წარმოადგინა ორგანიზაციის კვლევითი ნაშრომი – „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი SDG-ების მონიტორინგისა და მონაცემთა ანალიზის გაუმჯოებესების პროცესში: საქართველოს მაგალითზე“, რომელიც იყო ერთ-ერთი კონკურსში გამარჯვებული რვა კვლევითი ნაშრომიდან.

 

ფორუმის ფარგლებში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენლებმა გამართეს დისკუსია SDG-ების მიღწევაში სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ. დისკუსია ასევე შეეხო იმას, თუ როგორ შეუძლიათ მთავრობებს, აზიის განვითარების ბანკსა და განვითარებაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებს უფრო ეფექტურად ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება გლობალური მიზნების მიღწევის პროცესში.  

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მიგრაციის განახლებული სტატისტიკა და დემოგრაფიული ტენდენციები (2015-2024)

19.11.2026

ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ: დემოკრატიული უკუსვლის გაღრმავება, ახალი შემზღუდველი მექანიზმები და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა

11.11.2026

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024