საქართველოს მთავრობის მიერ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების მიმოხილვა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 დეკემბერი 2016

ავტორი: ნატალია ვარაზი, ლევან ავალიშვილი და გიორგი კლდიაშვილი

 

2016 წლის 11 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მესამე, 2016-2017 წლების, სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. აღნიშნული სამოქმედო გეგმა, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, „ღია მმართველობა საქართველოს“ სამდივნოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის) მიერ „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის ფარგლებშია შემუშავებული და მასში 24 უწყების 24 ვალდებულებაა გაერთიანებული. აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოს მასშტაბით 19 შეხვედრა გაიმართა.

 

საჯარო კონსულტაციების ტექნიკურ მხარდაჭერას აშშ-ს განვითარების სააგენტოს „კარგი მმართველობის ინიციატივა“ (USAID Good Governance Initiative in Georgia) ახორციელებდა, ხოლო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), როგორც ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარე ორგანიზაცია,  აქტიურად იყო ჩართული სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული კონსულტაციების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესში. 

 

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით საკონსულტაციო შეხვედრები ისეთ ქალაქებში ჩატარდა, როგორიცაა ბორჯომი, ბათუმი, სამტრედია და სხვა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ახლად დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში შესული რამდენიმე ვალდებულება სწორედ რომ საჯარო კონსულტაციების შედეგად იქნა შემუშავებული. მათ შორისაა მუნიციპალიტეტების ვალდებულებები ბიუჯეტის შემუშავების ჩართულობითი პროცესის შესახებ, ადგილობრივ თვითმმართველობაში პროცესების ღიაობისა და იუსტიციის სახლის შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის ადაპტირების შესახებ. 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რეგულაციების შესაბამისად, OGP-ის საქართველოს სამდივნომ რეკომენდაციები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, მათ შორის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისაგან“ (IDFI), მიიღო.

 

მესამე სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე საუბრისას, საყურადღებოა, რომ აღნიშნული გეგმის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებების რაოდენობა 17-დან 24-მდე გაიზარდა. სახელდობრ, IDFI-ის  რეკომენდაციების შესაბამისად, „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმს დაემატა ისეთი უწყებები, როგორიცაა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა და სსიპ „კონკურენციის სააგენტო“.

 

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის სტრუქტურულ მხარეზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ ის 5 გამოწვევას მოიცავს და ესენია:

 

- გამოწვევა I: საჯარო რესურსების გაუმჯობესება;

- გამოწვევა II: საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება;

- გამოწვევა   III:  საჯარო რესურსების უკეთესი მართვა;

- გამოწვევა IV: უსაფრთხო გარემოს შექმნა;

- გამოწვევა V: კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.

 

ამასთან, თითოეული გამოწვევა სხვადასხვა სახის და რაოდენობის ვალდებულებებს აერთიანებს:

 

გამოწვევა I: საჯარო რესურსების გაუმჯობესება: 6 ვალდებულება (მათ შორის, ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მოთხოვნებთან იუსტიციის სახლის სერვისების ადაპტირება და სხვა);

 

გამოწვევა II: საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება: 7 ვალდებულება (მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ერთიანი წესის დადგენა, ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავება და სხვა);

 

გამოწვევა   III: საჯარო რესურსების უკეთესი მართვა; 2 ვალდებულება (საჯარო ფინანსების ზედამხედველობის (საჯარო აუდიტის) პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ელექტრონული ინოვაციები საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის);

 

გამოწვევა IV: უსაფრთხო გარემოს შექმნა: 3 ვალდებულება (გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება, „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხის - მობილური აპლიკაციის დანერგვა და სხვა);

 

გამოწვევა V: კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება: 3 ვალდებულება (ეკონომიკური აგენტებისათვის გზამკვლევის შემუშავება, კომპანიების მიერ ანგარიშების ელექტრონულად წარმოდგენა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სხვა).

 

საყურადღებოა, რომ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული ვალდებულებები ცალკე თავად არის მოცემული. სამოქმედო გეგმის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლებისა (გამოწვევა II) და საჯარო რესურსების უკეთესი მართვით (გამოწვევა III) გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაცია ევალებათ. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024