საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 1 მარტი 2011

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში

წინამდენარე ნაშრომი წარმოადგენს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზი”-ს ფარგლებში განხორციელებულ კვლევას, რომელიც ეხება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართვლოში. ბიულეტენში მოცემულია საქართველოს საჯარო დაწესებულებებიდან პროექტის ფარგლებში ოფიციალურად გამოთხოვნილი და მიღებული საჯარო ინფორმაციის სტატისტიკური ანალიზი.

 

საინფორმაციო ბიულეტენი დაყოფილია სამ ნაწილად. პირველ ნაწილში მოცემულია პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ მოკლე აღწერა, მისი მიზნები და განხორციელების გზები. მეორე ნაწილში განხილულია ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე საქართველოს საკანონმდებლო მარეგულირებელი აქტები, თუ რას წარმოადგენს საჯარო ინფორმაცია, როგორ განმარტავს პირის პერსონალურ მონაცემებს საქართველოს კანონმდებლობა და რა სახის ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას. აქვე მოცემულია ადმინისტრაციული ორგანოების დამოკიდებულება და ზოგადი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში გასცემენ ისინი გამოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას და როგორია ინფორმაციის ზოგადი გაცემის მაჩვენებელი საქართველოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებების განმარტებები და დამოკიდებულება საჯარო მოსამსახურის შრომითი ანაზღაურების, პრემიის და სამივლინებო ხარჯების საჯაროობასთან დაკავშირებით. გამოცემის მესამე ნაწილში უფრო დეტალურად არის გაანალიზებული პროექტის 6 თვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული შედეგები და ჩამოყალიბებული პრაქტიკა, გაგზავნილი ინფორმაციის გამოთხოვნის განცხადებების და მიღებული პასუხების სტატისტიკური მონაცემები კონკრეტული საჯარო დაწესებულებების მიხედვით, თუ რომელია ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დახურული ადმინისტრაციული ორგანო და რომელმა მათგანმა დატოვა სრულიად უპასუხოდ IDFI-ის მოთხოვნები.

უფრო დაწვრილებით იხილეთ შემდეგი ბმული:

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში - საინფორმაციო ბიულეტენი №2

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024