პოსტერის კონკურსის შედეგები - მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო
პოსტერის კონკურსის გამარჯვებულის - 10 წლის ანასტასია კვაშილავას და მონაწილეთა 10 საუკეთესო ნამუშევარი. გამარჯვებული პოსტერი ეხება თემას - გონივრული მოხმარება და წარმოება (მდგრადი განვითარების მე-12 მიზანი).
„გოგონა რომელიც ზის ჩვენს დანაგვიანებულ პლანეტაზე, დაჰყურებს იმ მცენარეს რომელშიც ხედავს გამოსავალს. ეს ნაგავი არის ის ნარჩენები, რომლითაც ადამიანები აბინძურებენ გარემოს. მე მინდა ამ ნამუშევრით ინფორმაცია მივაწოდო ადამიანებს, რომ ერთხელაც დედამიწამ შეიძლება ვეღარ აიტანოს ამდენი პოლიეთილენი, პლასტმასი, დაუმუშავებელი ნაგავი. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ნარჩენების გადამუშავება და არა გადაყრა, რათა ისედაც დასუსტებული ეკოსისტემა გამოჯანმრთელდეს. ჩვენ ყველას შეგვიძლია პატარა წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ამისთვის ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენს მიერ ყოველდღიურად მოხმარებული საკვები, ნივთები, წყალი ნაკლებ ზიანს აყენებდეს გარემოს.“ - ანასტასია კვაშილავა.
კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.
ფოტო კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.