ფოტო კონკურსის შედეგები - მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო
გაეცანით 10 საუკეთესო ფოტოს და მათ ავტორებს, რომლებმაც ასე საინტერესოდ გამოხატეს მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზანი და მათი მიღწევის მნიშვნელობა საქართველოსთვის. ამ კონკურსის გამარჯვებული გახდა ლევან ქაშიბაძე ფოტოსთვის „არა სიღარიბეს“ (მიზანი: 1).
კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.