„მომავალი = შენ“ - საქართველო გლობალური მიზნების გარშემო ერთიანდება

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 24 ოქტომბერი 2017

ასობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქ რუსთავის პარკში 2017 წლის 24 სექტემბერს გლობალური მიზნების ფესტივალზე „მომავალი = შენ“. ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი „სტრიტ არტის დღე“ იყო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის, IDFI-ისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ შვედეთის მთავრობა, გაეროს მოხალისეები (UNV) და საერთაშორისო ორგანიზაციები Edgeriders და Futuremakers.

 

ფესტივალამდე, 2 დღის განმავლობაში ცნობილი ქართველი მხატვრები - LAMB,  WPC, Dr. Love, Jokonda, მუსია ქებურია, TAmOonz, Slow Pulse, Gamez, Chilone და სხვები - ქმნიდნენ კრეატიულ კომპოზიციებს რუსთავის პარკის ზაფხულის თეატრის კედლებზე. მათი ნამუშევრები ეხმიანება მდგრადი განვითარების ისეთ მთავარ თემებს, როგორიცაა: სიღარიბის აღმოფხვრა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა.

 

მუსია ქებურია: „ჩემი ნახატი ეხმიანება მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ერთ-ერთს, რომელიც გენდერულ თანასწორობას ეხება (მიზანი 5). „ქალი კუხნაში“ - ასე დავარქვი მე ამ ნახატს, რომელიც ჩემის აზრით ნათლად გამოხატავს დღეს საქართველოს უმეტეს ოჯახში არსებულ სიტუაციას. რას ვისურვებდი? ალბად ამის საპირისპიროს. მინდა უფრო მეტი ქალი იყოს მომავალში დასაქმებული და ეკონომიკურად აქტიური. მინდა უფრო მეტი ქალი ვნახო პარლამენტში და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ჩვენს ქვეყანაში.“

 

LAMB: „ჩემი რჩეულია მე-16 მიზანი. ამის გამოსახატავად, დავხატე ორი პატარა ცხვარი, მომავალი თაობა, რომლებიც მომავალს იმედის თვალით შეჰყურებენ. ხელში მათ ჩიტუნა უჭირავთ, როგორც მშვიდობის სიმბოლო.“

 

ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ მასტერ-კლასებს სტრიტ არტსა და გრაფიტიში და მონაწილეობა მიეღოთ მოყვარულთათვის გამართულ გრაფიტის კონკურსში. სახალისო და საინტერესო ღონისძიებათაგან გამორჩეული იყო შეჯიბრებები თავისუფალი სტილით ცეკვასა და სკეიტბორდინში, რომლებმაც მრავალი მნახველი და გულშემატკივარი შემოიკრიბა.

 

დღის ბოლოს, ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, წარადგინა გაეროს კეთილი ნების ელჩები მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში: გელა ჩარკვიანი - მწერალი და პუბლიცისტი, ნინო სუხიშვილი - ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი, და ირმა ხეცურიანი - მსოფლიო ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში. 

 

მდგრადი განვითარების მიზნები უკანასკნელი შანსია გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა და შევქმნათ მდგრადი მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის. ამ გლობალური მიზნების მისაღწევად ჩვენ ვერთიანდებით საქართველოს ხალხთან და გაეროს პარტნიორებთან მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. დღევანდელი ფესტივალით ყველას მოვუწოდებთ დაუყოვნებელი ქმედებისაკენ“, – განაცხადა ნილს სკოტმა.

 

ფესტივალის სტუმრებს მიმართეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიგა ნემსაძემ და ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ. ფესტივალის დასასრულს გაიმართა კონცერტი ნიაზ დიასამიძის, 33ა-ს, იოანე არაბულისა და სუხიშვილების სტუდიის მონაწილეობით.

 

საქართველოში ჩატარებული ფესტივალი დაემთხვა გლობალური მიზნების მსოფლიო კვირეულს - Future in Focus. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

28.03.2023

გორში, მასწავლებლებისთვის ვებგვერდის www.gorimaps.ge წარდგენა გაიმართა

27.03.2023

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარობა პალიტრა მედიას

29.03.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022