ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

19 სექტემბერი 2017 image

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ხდება

2017 წლის 19 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტისაგან, ემანუელ მაკრონისგან, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარეობას ოფიციალურად გადმოიბარებს. ამავე სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარნიორობის წევრ სახელმწიფოებს თავმჯდომარეობის შესახებ საქართველოს ხედვას წარუდგენს. თავმჯდომარეობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1 ოქტმობრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქმიანობას უხელმძღვანელებს. 

14 სექტემბერი 2017 image

ფარული მიყურადების რეგულირება საქართველოში (იანვარი-აგვისტო, 2017)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლევა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. გადაწყვეტილების მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების პროცესის კონტროლს.

7 სექტემბერი 2017 image

IDFI-მ გაეროს განვითარების მიზნების შესახებ გორში შეხვედრა გამართა

IDFI-მ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გამართა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესახებ. IDFI-ის წარმომადგენელმა საბა ბუაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მდგრადი განვითარების მიზნები და მათში შემავალი ამოცანები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალაქ გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

5 სექტემბერი 2017 image

მიზანი №1 - ყველა სახის სიღარიბის აღმოფხვრა

ესეს ავტორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ანა გიორგაშვილი და იგი დაიწერა კონკურსისთვის „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

 

30 აგვისტო 2017 image

საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს

IDFI მიესალმება ახალი კანონპროექტის შემუშავებას, რომლის საშუალებითაც დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოწესრიგება, როგორიც არის პრემიების და დანამატების გაცემის შეზღუდვა. პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, IDFI მიიჩნევს, რომ ახალი კანონი სრულად ვერ ეხმიანება საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებასთან დაკავშირებით წლების განმალობაში დაგროვილ გამოწვევებს და აუცილებელია მის პარლამენტში წარდგენამდე შეიცვალოს რამდენიმე აუცილებელი საკითხი.

30 აგვისტო 2017 image

სუფთა წყალი და სანიტარია

ესეს ავტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლანა კაპანაძე და იგი დაიწერა კონკურსისთვის „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. 

11 აგვისტო 2017 image

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გამოწვევები

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია - საზოგადოებას შესთავაზოს პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი პროგრამები.

8 აგვისტო 2017 image

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

2017 წლის 2 აგვისტოს, თბილისში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი „საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის ახალი ვადების განსაზღვრა და დამტკიცება იყო.

 

7 აგვისტო 2017 image

სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი კლდიაშვილის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაავალა

როგორცსაზოგადოებისათვისარისცნობილი, 2014 წლის 12 დეკემბერს, იარაღისმართლსაწინააღმდეგოტარებისბრალდებით (სისხლისსამართლისკოდექსის 236-ემუხლი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს IDFI-ისდირექტორიგიორგიკლდიაშვილი და3 დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

3 აგვისტო 2017 image

მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკის შეფასება ბათუმში, ქუთაისსა და ახალციხეში მუნიციპალიტეტებში

შეფასებული სამი მუნიციპალიტეტის პრობლემები ერთგვაროვანია და საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას. კვლევისას გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები: 1. პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეების არასაკმარისი უნარ-ჩვევები; 2. მოქალაქეთა შენიშვნების/რეკომენდაციების მისაღებად ადგილობრივი ხელისუფლების არასაკმარისი პოლიტიკური ნება; 3. მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესზე პასუხისმგებელი ადგილობრივი საჯარო მოხელეების არასაკმარისი შესაძლებლობები; 4. მოქალაქეთა მონაწილეობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად არასრული საკანონმდებლო ბაზა; 5. მოქალაქეთა ინფორმირების და კონსულტირების ეფექტური პროცესისთვის საჭირო ინოვაციების არარსებობა.