საჯარო ლექციები დასავლეთ საქართველოში თემაზე - მდგრადი განვითარების მიზნები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 26 სექტემბერი 2017

20-22 სექტემბერს, IDFI-მ ქუთაისში, ბათუმსა და ოზურგეთში ჩაატარა საჯარო ლექციები თემაზე - გაეროს „მდგრადი განვითარების მიზნები“. ლექციებს დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრების მიზანი იყო მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი მიღწევის პროცესში საზოგადოების ჩართვის წახალისება.


მდგრადი განვითარების მიზნები“ არის 2015 წელს გაეროს წევრი 193 ქვეყნის მიერ დადებული შეთანხმება, რომ 2030 წლისთვის გადაჭრიან მსოფლიოს წინაშე მდგარ უდიდეს პრობლემებს - აღმოფხვრიან სიღარიბეს, დაიცავენ პლანეტას და შექმნიან კეთილდღეობას ყველასთვის. შეთანხმება მოიცავს 17 ამბიციურ მიზანს და 169 კონკრეტულ ამოცანას, რომელთა მისაღწევადაც საჭიროა მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი მუშაობა. საქართველომ უკვე განსაზღვრა პრიორიტეტული საკითხები და შეიმუშავა ეროვნული სამოქმედო გეგმა.


საჯარო ლექციებს უძღვებოდა IDFI-ის ანალიტიკოსი მარიამ თუთბერიძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები, მათი ნაციონალიზაციის პროცესი საქართველოში, მიზნების შესრულების საკოორდინაციო და მონიტორინგის მექანიზმები. 


შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მიზნების შესრულების პროცესში ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მონაწილეობის როლსა და შესაძლებლობებზე. დისკუსია ასევე შეეხო ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობას საკოორდინაციო და მონიტორინგის პროცესში, რეგიონული ინტერესების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად.

 

მომდევნო შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად სამეგრელოსა და რაჭაში. შეხვედრებს დაესწრებია სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორის წარმომადგენლებ და ჟურნალისტები.


საჯარო ლექციები ტარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში პროექტისთვის „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელსაც ახორციელებენ IDFI და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024