ყველაზე მაღალი ჩართულობის მქონე კანონპროექტის ინიციატორი სახელმწიფო უწყების გამოვლენა - დაჯილდოება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 8 ნოემბერი 2017

8 ნოემბერს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, 40-ზე მეტი საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელი შეიკრიბა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) მიერ ორგანიზებულ „საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების მეორე წლიური ანგარიშის“ პრეზენტაციაზე.


შეხვედრა გახსნეს USAID/G4G-ის პროექტის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა და IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.


IDFI-ის წარმომადგენლებმა თამარ იაკობიძემ და ნინო მერებაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საჯარო სექტორის მიერ პარლამენტში კანონის ინიცირებამდე კერძო სექტორთან დიალოგის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები და ამ მიმართულებით 2016-2017 წლების საქართველოს შედეგები.


კანონპროექტების შესაფასებლად IDFI-მ გადაარჩია 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე ინიცირებული 10 კანონპროექტი. კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შესაფასებლად პროექტის გუნდმა, პირველ რიგში, ჩაატარა ინტერვიუები კანონპროექტების ავტორებთან. ინტერვიუებისთვის გამოყენებული იყო წინასწარ მომზადებული სახელმძღვანელო კითხვარი. კითხვარი მოიცავს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: ინფორმაციის არსებობა მიმდინარე რეფორმის შესახებ, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობის ხარისხი, ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მიღებული უკუკავშირის ხარისხი, შედეგი და ა.შ. კანონპროექტების ავტორებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ტარდებოდა მეორადი ინტერვიუები.


„ეფექტური დიალოგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოში, სადაც ჩართულობა განსაკუთრებით პრობლემურია პოლიტიკის შემუშავების საწყის ეტაპებზე - სანამ მოხდება ცვლილების ფორმალური ინიცირება პარლამენტში. მეორე წლიური ანგარიშის შედეგები აჩვენებს, რომ წინა წლის მსგავსად საქართველოში კერძო და საჯარო სექტორებს შორის ეფექტურ დიალოგს არ აქვს რეგულარული სახე, პროცესი კი შორს არის ინსტიტუციონალიზებისგან.“ – IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

 

მეორე წლის კვლევის შედეგები:


- არ არსებობს კერძო სექტორის მიერ კანონის პარლამენტში ინიცირებამდე საჯარო სექტორის ჩართულობის სამართლებრივი ვალდებულება;


- საჯარო სექტორის წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აცნობიერებს კერძო სექტორთან დიალოგის საჭიროებას;


- პირველი და მეორე წლიური ანგარიშის ფარგლებში სულ შეფასებული 34 კანონპროექტის შემთხვევაში, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ხარისხი შედარებით უფრო მაღალი იყო ისეთ შემთხვევებში, როდესაც პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად: მსოფლიო ბანკი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროკავშირი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება და სხვა.


- კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ხარისხი განსხვავდება ერთსა და იმავე უწყების მიერ ინიცირებული სხვადასხვა კანონპროექტის მიხედვით. შესაბამისად, დიალოგის მაღალი ხარისხით წარმართვა ერთი კანონპროექტის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას იმავე უწყების მიერ ინიცირებულ სხვა კანონპროექტებშიც.


- არ არსებობს რეგულირების გავლენის შეფასების როგორც საჭიროების, ისე პრაქტიკული გამოყენების გააზრება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონპროექტების შემთხვევაშიც კი. რეგულირების გავლენის სიღრმისეული შეფასების ჩატარების პირდაპირი ვალდებულებების არარსებობის პირობებში, კანონპროექტის ავტორები, როგორც წესი, შემოიფარგლებიან განმარტებითი ბარათით. განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაცია კი ხშირად მწირი და ზედაპირულია, არ არის გამყარებული საჯაროდ ხელმისაწვდომი კვლევებით და არ ხდება ამ შეფასების უფრო ფართო საჯარო დისკუსიაში გამოყენება კანონპროექტის ინიცირებამდე.


ღონისძიების დასასრულს გაიმართა გამარჯვებული კანონპროექტის (მისი ინიციატორი საჯარო უწყების) დაჯილდოების ცერემონიალი. წელს ჯილდო გადაეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კანონის პროექტის „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ შემუშავების პროცესში კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის.

 

საგრანტო პროექტი „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასება საქართველოში“ ხორციელდება IDFI-ის მიერ USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს შეაფასოს ჩართულობის ხარისხი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონპროექტების მომზადების პროცესში.

 

ღონისძიების ფოტოები იხილეთ აქ.

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/PPD_G4G/ppd_report_year_2_geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024