ყველაზე მაღალი ჩართულობის მქონე კანონპროექტის ინიციატორი სახელმწიფო უწყების გამოვლენა - დაჯილდოება
40-ზე მეტი საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელი შეიკრიბა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) მიერ ორგანიზებულ „საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების მეორე წლიური ანგარიშის“ პრეზენტაციაზე.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა გამარჯვებული კანონპროექტის (მისი ინიციატორი საჯარო უწყების) დაჯილდოების ცერემონიალი. წელს ჯილდო გადაეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კანონის პროექტის „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ შემუშავების პროცესში კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის.