თბილისში გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
14-15 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჩატარდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები" (Committing to Openness: Parliamentary Action Plans, Standards, and Tools). კონფერენცია შედგა ღია მმართველობის პარტნიორობის მსოფლიო საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში.