სტატია

25 მაისი 2015 image

საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფისა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა

23 მაისს გაიმართა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფისა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა ყაზბეგში. შეხვედრა ჩატარდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში „საქართველოს პარლამენტის ჩართულობის” მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”

21 მაისი 2015 image

საპარლამენტო ღიაობის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე, რომელსაც IDFI-ს გამგეობის თავჯდომარე ლევან ავალიშვილი უძღვებოდა, განხილული იყო საერთაშორისო და არსამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები, რომელიც უნდა შემუშავდეს საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმისთვის.

21 მაისი 2015 image

უკრაინაში ღია მონაცემთა ერთიანი პორტალი იქმნება

2015 წლის 12 სექტემბრიდან უკრაინაში ძალაში შევა კანონი „საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“. აღნიშნული კანონის თანახმად სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღებ პირებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სავალდებულო დაზღვევის ფონდებს დაეკისრებათ ვალდებულება კვარტალში ერთხელ გამოაქვეყნონ დეტალური ინფომრაცია საჯარო ფინანსების განკარგვის შესახებ.

19 მაისი 2015 image

IDFI-ის ანალიტიკოსი სტუდენტებს ციფრულ მაუწყებლობაზე ესაუბრა

IDFI-ის ანალიტიკოსი, ნატა ძველიშვილი 18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და ციფრულ მაუწყებლობაზე ესაუბრა. შეხვედრა თსუ-ს მულტიმედია ცენტრის მოწვევით გაიმართა.

15 მაისი 2015 image

პირველი შეხვედრა სტუდენტებთან საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე

14 მაისს, ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობის, ღიაობის და მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერის მიზნით, პროექტის „ღია მმართველობი სპარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ ფარგლებში.

14 მაისი 2015 image

IDFI-ის წარმომადგენლები ელ-დემოკრატიისა და ელ-მმართველობის კონფერენციაზე

2015 წლის 7-8 მაისს ბუდაპეშტში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „ელ-დემოკრატიისა და ელ-მმართველობის დღეები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“. კონფერენციაზე საქართველოს თემა ორი ნაშრომით იყო წარმოდგენილი. 

14 მაისი 2015 image

შეხვედრა საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს პარლამენტის ვებ-გვერდის და საპარლამენტო დოკუმენტაციის ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომობის საკითხი. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეთნიკური უმცირესობებისათვის ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება პირველი ნაბიჯია მათი საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის გაზრდისაკენ.

13 მაისი 2015 image

IDFI-მ ყირგიზეთის მთავრობის პიარ გუნდს უმასპინძლა

8 მაისს, პარასკევს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ყირგიზეთის მთავრობის პიარ გუნდს უმასპინძლა.

13 მაისი 2015 image

IDFI ფინელ და მოლდოველ სტუდენტებს შეხვდა

13 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში IDFI-მ მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის გამართულ შეხვედრაში.

 

11 მაისი 2015 image

IDFI-მ ყირგიზი პროფესორების დელეგაციას უმასპინძლა

ყირგიზების ხუთ კაციანი დელეგაცია IDFI-ს საქმიანობის სხვადასხვა სფეროთი დაინტერესდა. ისინი პირადად შეხვდნენ ორგანზიაციის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილსა და გამგეობის თავმჯდომარეს - ლევან ავალიშვილს, ასევე კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელს - გოგა ხიშტოვანს, რომლებიც სტუმრებს ესაუბრნენ ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობების, პროექტების და აქტივობების შესახებ.