სტატია

26 ნოემბერი 2014 image

ინტერნეტი - როგორც ადამიანის უფლება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ნიდერლანდების საელჩო საქართველოში შაბათს, 6 დეკემბერს მართავს დისკუსიას სახელწოდებით „ინტერნეტი, როგორც ადამიანის უფლება“. 

25 ნოემბერი 2014 image

საქართველო 2020 - გასვლითი შეხვედრა

21-22-23 ნოემბერს ჩატარდა გასვლითი სამუშაო შეხვედრა ყვარელში, სასტუმრო „როიალ ბატონში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასულმა კანდიდატებმა (სულ 12-მა კანდიდატმა). 

21 ნოემბერი 2014 image

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში - სამი კვლევის პრეზენტაცია

ორშაბათს, 24 ნოემბერს, 09:30-ზე, სასტუმრო HOLIDAY INN TBILISI-ში (მის: 26 მაისის #.1, თბილისი) გაიმართება პროექტის „საჯარო დაწესებულებების პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრაქტიკის გაუმჯობესება“ ფარგლებში მომზადებული სამი კვლევის პრეზენტაცია.

16 ნოემბერი 2014 image

IDFI-ის დისკუსიები რეგიონებში

IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) დისკუსიები "აკონტროლე შენი მთავრობა" პროექტის "ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება" ფარგლებში გაიმართა.

13 ნოემბერი 2014 image

სატელევიზიო რეკლამის ჭრების ლიმიტების შეცვლაზე მსჯელობა დაიწყო

2014 წლის 12 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მაუწყებლები, რეკლამის განმათავსებლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო.

7 ნოემბერი 2014 image

ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობა ალბანეთში

2014 წლის 18 სექტემბერს ალბანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელმაც ჩაანაცვლა ქვეყანაში 1999 წლიდან მოქმედი ნორმატიული აქტი. ახალი კანონი ძალაში ამა წლის 1 ნოემბერს, ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან 15 დღეში შევიდა. მიღებუი კანონის მნიშვნელოვანი სიახლეები იხილეთ ბლოგში. 

4 ნოემბერი 2014 image

OGP-საინფორმაციო ბიულეტენი

გთავაზობთ საინფორმაციო ბიულეტენს, სადაც წარმოდგენლია OGP-სთან დაკავშირებული IDFI-ს აქტივობები 

3 ნოემბერი 2014 image

2013 წლის მონაცემები აჭარის რეგიონიდან

2014 წლის მარტში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მიმართა აჭარის ა/რ-ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.

31 ოქტომბერი 2014 image

უკანონო მოსმენების გამო პასუხისგებაში მიცემულ მოხელთა რაოდენობა კვლავ უცნობია

2014 წელს IDFI-იმ საქართველოს პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ინფორმაცია 2009–2014 წლების განმავლობაში იმ საქმეთა რაოდენობის შესახებ, რომლებზეც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგ ქმედებებზე. უწყებებიდან მიღებული პასუხების სანახავად იხილეთ ბლოგი. 

27 ოქტომბერი 2014 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2013-2014

იხილეთ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში.