ღია მმართველობის პარტნიორობამ გამოაქვეყნა დამოუკიდებელი ანგარიშის მექანიზმის (IRM) ანგარიში საქართველოს შესახებ
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამდივნომ ოფიციალურად გამოაქვეყნა მთავრობების სამოქმედო გეგმების შესრულების დამოუკიდებელი ანგარიშის მექანიზმის (IRM-Independent Reporting Mechanism) ანგარიშები მეორე ჯგუფის ქვეყნებისთვის (ქვეყნები, რომლებიც შეურთდნენ ღია მმართველობის პარტნიორობას 2012 წლის აპრილში). მათ შორისაა ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც მოამზადა დამოუკიდებელმა ექპერტმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა ლაშა გოგიძემ.