შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში - OGP-ის იმპლემენტაცია - საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნა და პროაქტიული გამოქვეყნება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 28 თებერვალი 2014

2014 წლის 26 თებერვალს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - დემოკრატიული მმართველობის პროგრამა საქართველოში (G-3) ფინანსური მხარდაჭერით სასტურმო „Holiday Inn”-ში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში - „OGP-ის იმპლემენტაცია - საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნა და პროაქტიული გამოქვეყნება“.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სამინისტროების, საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

შეხვედრა გახსნა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა მარის მიკელსონსმა. მან ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიღწევებზე ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით.

შეხვედრაზე მოხსენება გააკეთა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა, რომელმაც წარადგინა IDFI-ს მიერ მომზადებული ანგარიში, სამინისტროების მიერ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების იმპლემეტაციის შესახებ.

საჯარო დაწესებულებებმა - სამინისტროებმა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა IDFI-ს მიერ შემუშავებული პარამეტრებით შეფასებები მიიღეს. გარდა ამისა, IDFI-მ წარადგინა საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების რეიტინგი, სადაც საუკეთესო მაჩვენებელი ხუთმა სამინისტრომ აჩვენა.

 

საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ იუსტიციის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრანსტრუქტურის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს.

 

IDFI-მ გამოაქვეყნა რეკომენდაციების პაკეტიც 2013 წლის 31 დეკემბრამდე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დეტალურ განთავსებასთან დაკავშირებით.

 

IDFI-ს დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, ისაუბრა საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის დანერგვის ტენდენციებზე, ხოლო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა სულხან სალაძემ, წარმოადგინა კვლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული 10 დეკემბრის ანგარიშების შესახებ.

 

გიორგი კლდიაშვილმა შეაჯამა საქართველოს სამინისტროებში ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გაცემის პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ უწყებების დიდი ნაწილი საკომუნიკაციოდ ელ-ფოსტას, ვებგვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონული მიწერის საშუალებას ან my.gov.ge-ს პორტალს იყენებს. IDFI-მ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებს მიმართა ელექტრონულად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით. უწყებებმა დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენეს.

                  
თითოეული მომხსენებლის გამოსვლას მოჰყვა დისკუსია. შეხვედრის ამ ნაწილში სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა დასვეს შეკითხვები, შეხვედრის ორგანიზატორებს გაუზიარეს რჩევები და მოსაზრებები. დისკუსია გაიმართა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, მათ შორის ინფორმაციის შენახვის ვადებზე, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემა „დეს-ზე“, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების უფლება-მოვალეობებზე. თბილისის მერიის წარმომადგენელმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც საჯარო დაწესებულების სერვერზე დიდი მოცულობის ინფორმაციის განთავსებას შესაძლოა მოყვეს და ორგანიზატორებს შესთავაზა საჯარო დაწესებულებების ერთობლივი საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა იმსჯელეს თუ, როგორ უნდა მოხდეს პერსონალური მონაცემების მოთხოვნის შემთხვევაში პირთა იდენტიფიცირება.  

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მსგავს შეხვედრებს მონიტორინგის შემდგომ ეტაპებზეც გამართავს.
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024