ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების განხორციელება საქართველოში
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, USAID-ის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ 2013 წელს საბოლოოდ მიიღო დადგენილება პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ.