საქართველომ მონაწილეობა მიიღო ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონულ შეხვედრაში
8-9 მაისს დუბლინში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონულ შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ OGP-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. ევროპის რეგიონული შეხვედრა არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც წევრი ქვეყნები ერთმანეთს და საერთაშორისო აუდიტორიას უზიარებენ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მიღწეულ შედეგებს, შექმნილ გამოწვევებისა და სამომავლო გეგმებს. რეგიონულ შეხვედრას ესწრებიან სამთავრობო, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.