ექსპერტებმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობაზე იმსჯელეს

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 13 მაისი 2014

SOE -Discussion8 მაისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და გადასახადის გადამხდელთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: "სახელმწიფო საწარმოების როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში". 


დისკუსიაში სფეროს ექსპერტები, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა გახსნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.


გადასახადის გადამხდელთა კავშირის წარმომადგენლებმა, გიგლა მიქაუტაძემ და გიორგი რევაზაშვილმა  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სოფლის მეურნეობის პროფილის საწარმოებისა და მათი მუშაობის შესახებ მიმოხილვითი ანალიზი წარმოადგინეს.


კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების დიდი ნაწილი უმოქმედოა. 71-დან ქმედითად ითვლება მხოლოდ 15 საწარმო, მათგან 7 პროდუქტის მწარმოებელია, ხოლო დანარჩენი 8 - სერვისის პროვაიდერი. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი საწარმოების გარკვეული ნაწილი, არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ფუნქციონირებას არ წყვეტს, რაც დამატებით ტვირთად აწევს სახელმწიფოს. მკვლევარების დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სოფლის მეურნეობის პროფილის საწარმოები ეფექტიანობით არ გამოირჩევა.


მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, სახელმწიფო საწარმოების არსებობის მიზანშეწონილობასა და მათი ეფექტიანობის გაზრდის გზებზე ისაუბრეს და სექტორის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვები და მოსაზრებები გამოთქვეს.


ეკონომიკის ექსპერტი, ბიზნეს პალატის წარმომადგენელი  ემზარ ჯგერენაია არსებული სიტუაციის საფუძვლად კონსტიტიციურ პრობლემას  მიიჩნევს და აცხადებს რომ მთავრობა უნდა ჩამოშორდეს სამეურნეო საქმიანობას. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის საწარმოების შექმნა საარჩევნო მიზანს ემსახურებოდა, თუმცა  სახელმწიფო დღესაც ქმნის მონოპოლიებს და სწორედ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს.


ექსპერტები გამოსავალს სახელმწიფო საწარმოების გასხვისებაში ხედავენ, თუმცა ასევე აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებობს  სახელმწიფოს მიერ ასეთი ტიპის კომპანიების ეფექტიანად მართვის პრეცენდენტებიც. პროფესორი ზურაბ გარაყანიძე სიტუაციიდან გამოსავალს  დარგობრივი ჰოლდინგების შექმნასა და  აღნიშნული საწარმოების  სააქციო საზოგადოებად გარდაქმნაში ხედავს.


ბიზნეს პალატის წარმომადგენლის, ირაკლი ლეკვინაძის განცხადებით მნიშვნელოვანია მოხდეს სფეროს დეპოლიტიზაცია  და ხელი შეეწყოს კომერციული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას.


ექსპერტების აზრით საწარმოების გასხვისება მათი მომგებიან კომპანიებად გარდაქმნისა და  დარგის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, თუმცა ცოტა განსხვავებული მიდგომაა საჭირო სამელიორაციო სისტემასთან დაკავშირებით. უდავოა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს სოფლის მეურნეობის საწარმოების მართვაში.  წარმოება არ უნდა იყოს სახელმწიფო საქმე და ბიზნესი ბიზნესმა უნდა აკეთოს.


ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძის შეფასებით კვლევის მეთოდი და ფორმა, რომელიც ინტერვიუებზეა დაფუძნებული არსებულ სიტუაციას რეალურად ასახავს, რადგან უშუალოდ იმ ადამიანების მოსაზრებებია წარმოდგენილი, რომლებიც დასაქმებულნი არიან ამ საწარმოების მენეჯმენტში.  


დისკუსია გაიმართა პროექტის „სახელმწიფო საწარმოები საქართველოში და მათი ეფექტიანობა; ფოკუსი: სოფლის მეურნეობა“ ფარგლებში.  მომდევნო ეტაპზე, დაგემილია ინტერვიუების ჩატარება და მრგვალი მაგიდის გამართვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.


სამართლებრივი ანალიზისა  და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის  შედეგებზე დაყრდნობით, პროექტის ანალიტიკური გუნდი შეიმუშავებს რეკომენდაციების პაკეტს, რომელიც გადაეცემათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. პროექტის ფარგლებში მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების მეტი გამჭვირვალობის ადვოკატირება.


პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის “საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” (G-PAC)-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024