ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის გაფართოებული შეხვედრა
6 ივნისს სასტუმრო “ვერე პალასში” ანტი-კორუფციული საბჭოს ფარგლებში ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრა მიზანად ისახავდა საქართველოს 2014-15 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაწერილი ვალდებულებების განხილვას ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის მიერ მოწოდებული კომენტარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით.