მამხილებლის ინსტიტუტის მარეგულირებელი კანონმდებობის მოკლე შეფასება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 25 ივნისი 2014

2014 წლის აპრილში საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდა მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილება.   ცვლილების ტექსტში გათვალისწინებულ იქნა რიგი ჩვენი რეკომენდაციებისა, რომლებზეც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ჯერ კიდევ ამა წლის თებერვალში საუბრობდა. მიუხედავად ამისა, კანონი კვლავ უყურადღებოდ ტოვებს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს. ამ ეტაპზე გვსურს ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ სწორედ კანონის არსებულ რედაქციასთან დაკავშირებით, მივუთითოთ მის დადებით მხარეებსა და ხარვეზებზე.

დადებითად უნდა შეფასდეს შემდეგი: 

 

კანონი აწესებს მამხილებლის ანონიმურობის პრეზუმციას. კერძოდ მხილება არის ანონიმური თუ განმცხადებელი წერილობითი ფორმით არ გამოხატავს საწინააღმდეგო ნებას;

  • დაშინების, იძულების, დამცირების თუ ხვა კანონსაწინააღმდეგო მოპყრობისგან დაცულია არამარტო განმცხადებელი, არამედ მისი ახლო ნათესავებიც;
  • მეტიც, მამხილებელი და მისი ახლო ნათესავები სარგებლობენ დაცვით იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მცდარია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ინფორმაციის მცდარი ბუნების შესახებ არ უნდა იყოს წინასწარ ცნობილი განმცხადებლისთვის;
  • აღმოიფხვრა ორაზროვნება მხილების ფორმასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღინიშნა, რომ მხილება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით ფაქსით ან სხვა;
  • დაწესდა განსხვავებული ნორმები იმ შემთხვევისთვის როდესაც მხილება ეხება საქართველოს თავდაცვისა და შსს სამინისტროს სისტემებს;
  • ტერმინი „მხილების საჩივარი“ შეიცვალა ტერმინით „მხილების განცხადება“, რაც იურიდიული შინაარსიდან გამომდინარე მეტად გამართულია.  

 

მიუხედავად ზემოაღნიშნული სიახლეებისა, საქართველოს კანონმდებლობაში კვლავ არსებობს მხილების ინსტიტუტთან დაკავშირებული რიგი ფუნდამენტალური და მნიშვნელოვანი ხარვეზებისა,  კერძოდ:

 

  • არ არსებობს მამხილებლის ინსტიტუტის მომწესრიგებელი დამოუკიდებელი საკანონმდებლო აქტი და აღნიშნული წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის ნაწილს“. შესაბამისად საკითხი არსებული კანონმდებლობით მხოლოდ ფრაგმენტულად არის მოწესრიგებული;
  • კანონის თანახმად, მამხილებელს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ მოქმედი ან ყოფილი საჯარო მოსამსახურე. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია) აღნიშნული წრე არის ვიწრო. კერძოდ, ის არ მოიცავს ექსპერტებს სპეციალისტებს, მოხალისეებს, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდნენ ამა თუ იმ საჯარო უწყებისთვის, ასევე კანონის მოქმედების გარეთ რჩებიან კერძო სექტორში დასაქმებული პირები (ეს უკანასკნელი, სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ საკითხი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონით არის მოწესრიგებული);
  • გაუმართლებელია კანონმდებლის მიერ დაწესებული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, მამხილებელს, უფლება აქვს მიმართოს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას მხოლოდ განცხადების განმხილველი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი თვის გასვლის შემდეგ. მნიშვნელოვანია მამხილებელს გააჩნდეს ქმედების თავისუფლება იმ შემთხვევაში, როდესაც განცხადების განმხილველი ორგანო უსაფუძვლოდ აჭიანურებს საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას ან/და სახეზეა უმოქმედობა; 
  • კანონმდებლობა არ იცნობს მამხილებლისთვის ზიანისა და ისეთი ხარჯების ანაზღაურების მექანიზმს, როგორიცაა ადვოკატის გასამრჯელო, სასამართლო ხარჯები და სხვა;

 

საკანონმდებლო რეგულაციებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი პრაქტიკაში ეფექტური იმპლემენტაცია. ამისთვის, სხვთა შორის მნიშვნელოვანია, ჩატარდეს შესაბამისი ცნობიერების ასამაღლებელი ტრეინინგები, გამარტივდეს მხილება ისეთი ტექნიკური საშულებების შექმნის გზით, როგორიცაა სპეციალური ცხელი ხაზი და ონლაინ კონსულტაცია.  ამასთან, შესაბამისმა ორგანოებმა რეგულარულად უნდა გამოაქვეყნონ ინფორმაცია მხილების შემთხვევების შესახებ რათა გაიზარდოს საკითხზე საზოგადოებრივი კონტროლი. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024