რა საკითხებს მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება?

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 27 ივნისი 2014

დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მხარეებს შორის აღნიშნული ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა თითქმის სამი წელი მიმდინარეობდა, თუმცა ბუნებრივია ის ძალში ხელმოწერისთანავე ვერ  შევა. ასოცირების შესახებ შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოდგენს, შესაბამისად მისი  რატიფიცირება უნდა მოხდეს  ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებსა და ევროპარლამენტის მიერ.

 

უდავოა, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქე ინფორმირებული იყოს იმ ძირითადი საკითხების შესახებ, რომლებსაც შეთანხმება მოიცავს. უპირველეს ყოვლისა ხელშეკრულებაში საუბარია ევროკავშირის მიერ ისეთი პრინციპების პატივისცემაზე, როგორიც არის ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი ვაჭრობა, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ. სხვათა შორის, ხაზგასმულია სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობის მნიშვნელობა. მხარეები თანხმდებიან განაგრძონ თანამშრომლობა საჯარო მართველობის რეფორმირების, ეფექტიანი, ქმედითი და გამჭვირვალე პროფესიონალური საჯარო სამსხურის შექმნის მიზნით.

 

პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმის ფარგლებში ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავაც მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს ქვეყანას კონფლიქტების მოგვარებაში. სტაბილურობა და უსაფრთხოება  მეზობელ სახელმწიფოებში ევროკავშირის ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

 

ასოცირების შესახებ ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაა. აღნიშნულის საბოლოო მიზანი საქართველოსთვის ევროკავშირში მოქმედ ისეთ თავისუფლებებზე წვდომაა, როგორიც არის საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შედეგად  გაუქმდება საბაჟო გადასახადები იმპორტზე, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის საქართველოს ეკონომიკას.

 

ასოცირების შესახებ ხელშეკრულება დეტალურად არ აწესრიგებს ევროკავშირის წვერ ქვეყნებსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხებს. აღნიშნული  საქართველოსა და ევროკავშირის შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ ხელშეკრულების საგანია. უდავოა, მანამ სანამ უვიზო მიმოსვლა გახდება შესაძლებელი უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის მოთხოვნებთან, მათ შორის ეფექტური საიმიგრაციო პოლიტიკის შექმნის გზით, სწორედ ამიტომ ასოცირების ხელშეკრულება ყურადღებას ამახვილებს მხარეთა თანამშრომლობაზე მიგრაციისა და საზღვრის დაცვის სფეროებში.

 

უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს ევროკავშირის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს ისეთი სფეროების რეფორმირებასა და განვითარებაში როგორიც არის დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და ჯანდაცვა, რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარება და სხვა. 

 

ხელშეკრულებაში ნათლად არის დაფიქსირებული ევროკავშირის მზადყოფნა ფინანსური დახმარება გაუწიოს საქართველოს სხვადასხვა რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით. აღსანიშნავია რომ 2011-2013 წებში საქართველოს ევროკავშირისგან დახმარების სახით 180 მლნ ევრო გამოეყო.

 

უნდა ითქვას, რომ  ხელშეკრულება საკმაოდ ზოგადი ხასიათის არის და ეხება სახელმწიფო მმართველობის ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, მხარეთა მიერ განსახორციელებელი კონკრეტული ქმედებები კი  შესაბამის სამოქმედო გეგმაში იქნება გაწერილი. აქვე ხაზგასასმელია ის, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების  ხელმოწერა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობის შეუქცევადი პროცესის დაწყებას. სწორედ, ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველომ არ დაიშუროს ძალ–ღონე ხელშეკრულებაში მითითებული კონკრეტული სფეროების შემდგომი რეფორმირებისათვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024