2013 წლის მონაცემები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან ( ნაწილი 4)

სიახლეები | კარგი მმართველობა | პუბლიკაციები | სტატია 5 ივნისი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის განთავსებას www.opendata.ge -ზე.

აღნიშნული ინფორმაცია ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ამა თუ იმ საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, საჯარო მოხელეების პრემიები, სახელფასო დანამატები, სამივლინებო და „როუმინგულ“ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, საჯარო დაწესებულებების მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სახელმწიფო შესყიდვები.

www.opendata.ge -ზე ასევე შესაძლებელია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლების, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენციის, აუდიტორული შემოწმების აქტების და ამ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების ნუსხის გაცნობა.

 

გთავაზობთ რამდენიმე საჯარო დაწესებულებიდან IDFI-ისთვის მოწოდებულ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც www.opendata.ge -ზე  უკვე ხელმისაწვდომია:

  • საქართველოს შემოსავლების სამსახურში 2013 წელს თანამდებობის პირებს (12 პირი) პრემიის სახით მიღებული აქვთ 514 890 ლარი, საიდანაც სამსახურის უფროსის მიღებულმა პრემიამ შეადგინა 62 540 ლარი, ხოლო მის მოადგილეების : კახა ცერცვაძე - 65 850 ლარი, შარტავა ირაკლი - 63 400 ლარი, ბაქრაძე გიორგი - 65 400 ლარი, რუსლან ახალაია - 58 900 ლარი. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურმა ფინანსთა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული სხვა უწყებებისგან განსხვავებით  დეტალურად უზრუნველყვეს პრემიების შესახებ ინფორმაციის  ინსტიტუტისათვის  მოწოდება. 
    2013 წელს შემოსავლების სამსახურში განხორციელდა  ავტოპარკის განახლება. 101 ავტომობილი (საერთო ღირებულებით 720 200 ლარი), ჩანაცვლებული იქნა 148 ავტომობილით  (საერთო ღირებულებით 6 626 858 ლარი) . შეძენილი ავტომობილებიდან ყველაზე დიდი თანხა 2 437 470 ლარი  გადახდილი იქნა სპეც ავტომანქანა რედგენო სკანერი RAPISCAN Eagle M60 #UMU 784-ის შეძენისთვის. 

 

  •  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით 2013 წელს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ  გაცემულია 34 310 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 114 004 ლარი.  ამასთან 2013 წლის 4 დეკემბრის ბრძანების მიხედვით კონკრეტულ თანამდებობებზე ყოველთვიური  თანამდებობრივი სარგო შეადგენს:

-         სამსახურის უფროსი - 2720 ლარი

-         სამსახურის უფროსის მოადგილე - 2130 ლარი

-         დეპარტამენტის უფროსი - 1890 ლარი

-         დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - 1660 ლარი

-         სამმართველოს უფროსი - 1500 ლარი

 

  • საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მიერ IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრის ბალანსზე ამჟამად ირიცხება ოთხი ავტომობილი, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 70 536 ლარს. 2013 წლის 7 ნოემბერს ცენტრმა 52 000 ლარად შეისყიდა 2007 წელს გამოშვებული AUDI Q7. 
    მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით 2012 წლიდან შეინიშნება ცენტრში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია. 2012 წლის პირველი იანვრის საშტატო ნუსხით განსაზღვრული იყო 54 თანამშრომელი ხოლო 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 72 თანამშრომელი. ცენტრში მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 100 ლარს,  ხოლო მინიმალური - 400 ლარს.

 

  • საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ. მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ადმინისტრაციამ გასული წლის განმავლობაში 31 პრეს და გაცნობითი ტური ჩაატარა, რომლისთვის გაწეულმა საერთო ხარჯმა 328 635,31 ლარი შეადგინა. ადმინისტრაციის წარმომადგენლები არცერთ ღონისძიებას არ დასწრებიან - სტუმრებს მასპინძლობდა ადმინისტრაციის მიერ დაქირავებული გიდი, აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან მიღებულ ინფორმაციაში.

 

  • 2013 წელს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებზე  გაცემული პრემიების საერთო ოდენობამ შეადგინა 643 298 ლარი, საიდანაც სააგენტოს დირექტორს მიღებული აქვს 18 750 ლარი. 
    2013 წელს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში  ჩატარდა ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავდა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე მუშაობის პერიოდს. აუდიტორული შემოწმების შედეგად დადგინდა,  რომ სააგენტოს 2012 წლის ფინანსური ანგარიშგება არ შეიცავს არსებით უზუსტობებს, სამართლიანად ასახავს მის ხარჯებს, შემოსავლებს და ფინანსურ მდგომარეობას, თუმცა აუდიტმა ასევე დააფიქსირა ცალკეული ხარვეზები და შეუსაბამობები. მაგალითად, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა სააგენტოს ცალკეულ თანამშრომელთათვის საშვებულებო თანხების არასწორად (ზედმეტად) დარიცხვის ფაქტებს, ოთხ შემთხვევაში 1 142.19 ლარის ოდენობით.

 

 

  • გარემოს ეროვნულმა სააგენტომ   უარი განაცხადა ხელმძღვანელის სამუშაოელ ექტრონული ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების მოწოდებაზე. მათი  განმარტებით, აღნიშნული შეიცავს პერსონალურ მონაცემებს ან/და ეხება მიმდინარე პროექტებსა და ინიციატივებს.  სხვა დანარჩენ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია.
    2013 წელს სააგენტოს თანამშრომლებზე  პრემიის სახით სულ გაცემულა  625 267 ლარი საიდანაც  2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან გაიცა მხოლოდ 31 090 ლარი, ხოლო დანარჩენი 594 177 ლარი - სააგენტოს არასაბიუჯეტო სახსრებიდან.

 

ამ და სხვა საჯარო ინფორმაციის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია www.opendata.ge-ზე. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის განახლება IDFI-ს მიერ ყოველდღიურად ხდება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გაერომ 28 სექტემბერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა

18.10.2019

საქართველოს პარლამენტმა IDFI-ის რეკომენდაციით საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული პლატფორმა შექმნა

16.10.2019

IDFI-მ ჟურნალისტებისა და პროკურორებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

14.10.2019

სტალინიზმი საბჭოთა სკოლებში და სკოლის მოსწავლეების საქმე

11.10.2019
განცხადებები

კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით

17.10.2019

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019

იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება

17.09.2019

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

15.09.2019
ბლოგპოსტები

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019

ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

05.08.2019

რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში

13.05.2019

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019