ფინანსური ხასიათის დანაშაულების სტატისტიკა - 2004- 2014 (ნაწილი 2)

სიახლეები | კვლევები | სტატია 20 მაისი 2014

2014 წლის აპრილში IDFI წერდა 2004-2014 წლებში ფინანსური ხასიათის დანაშაულების სტატისტიკის შესახებ. 2014 წლის 16 აპრილს ინსტიტუტმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია 2004-2014 წლებში ქრთამის აღების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მითვისების ან გაფლანგვის მუხლებით გამოვლენილი შემთხვევების შესახებ, სამსახურებრივი პოზიციების, უწყებებისა და რეგიონების მითითებით.

აღნიშნული მოთხოვნების პასუხად IDFI-მ საგამოძიებო სამსახურიდან არასრულყოფილი ინფორმაცია მიიღო. კერძოდ, მიღებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული ქრთამის აღებასა და  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში გამოვლენებილი პირების სამსახურებრივი პოზიციები, და მითვისებისა და გაფლანგვის შემთხვევები რეგიონების მიხედვით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, რეგიონულ ჭრილში ინფორმაციის მოწოდება შეუძლებელი გახდა იქიდან გამომდინარე, რომ 2004 წლიდან დღემდე საგამოძიებო დეპარტამენტის ქვედანაყოფების სტრუქტურამ მრავალი ცვლილება განიცადა.

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2004 წლიდან 15 მარტიდან 2014 წლის 16 აპრილამდე ქრთამის აღების მუხლით გამოძიება დაიწყო 171 შემთხვევაზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 201 პირზე.

IDFI - qrtamis agebis shemtxvevebi

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, 9 წლის მანძილზე ყველაზე მეტი ფაქტი ქრთამის აღების კუთხით გამოვლინდა ადგილობრივ თვითმმართველობაში, ხოლო ყველაზე ნაკლები – სულ 2 – საჯარო რეესტრში. ცენტრალური ხელისუფლებიდან ქრთამის აღება დაფიქსირდა ხუთ სამინისტროში, ყველაზე მეტი, 11 ფაქტი იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ხოლო ყველაზე ნაკლები – 3 შემთხვევა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. კერძო სექტორში სულ წლების მანძილზე 15 შემთხვევა გამოვლინდა. წლების მიხედვით თუ შევხედავთ, ერთი წლის მანძილზე ყველაზე მეტი, 62 დარღვევა მოხდა 2010 წელს, ხოლო 2007 წელს ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთი იყო.

IDFI-qrtamis ageba2

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით 2005 წლიდან 2013 წლის ჩათვლით გამოძიება დაიწყო 124 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 113 პირზე.

uflrbamosilebis borotad gamokeneba

ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი დარღვევა აღმოჩენილ იქნა კერძო სექტორში, ხოლო ყველაზე ცოტა, მხოლოდ თითო-თითო შემთხვევა, დაფიქსირდა ადგილობრივ თვითმმართველობასა და ჯანდაცვის სამინისტროში. წლების მიხედვით დარღვევების რაოდენობა არაერთგვაროვანია, ყველაზე მეტი დარღვევა მოხდა 2006 წელს, ხოლო 2013-ში – ყველაზე ნაკლები. საინტერესო დინამიკა იკვეთება წლებისა და სტრუქტურული ორგანიზაციების მიხედვით. 2006 წელს დაწყებული დევნის 23 შემთხვევიდან 19 კერძო სექტორში იყო. 2012-2013 წლებში აღნიშნული დარღვევების გამო დევნა მხოლოდ კერძო სექტორში დაიწყო.

2004 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 16 აპრილის ჩათვლით მითვისება-გაფლანგვის მუხლით გამოძიება დაიწყო 2 145 ფაქტზე. როგორც დიაგრამიდან ჩანს, დარღვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2004-2006 წლებში და 2006 წელს მიაღწია პიკს, როდესაც გამოვლინდა 383 შემთხვევა. 2007 წლიდან შემთხვევების რაოდენობა განახევრდა და 2012 წლამდე წელიწადში საშუალო 150 საქმე აღიძრებოდა. 2013 წელს წინა ხუთ წელთან შედარებით უფრო მეტი, 219 გამოძიება დაიწყო.

mitviseba-gaflangva

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024