2013 წელს სამინისტროებში გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 მაისი 2014

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს პრემიების გაცემის სისტემის უნიფიცირების წესის შემოღებაზე. IDFI – წლების განმავლობაში მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამისი რეგულაციების დაწესების თაობაზე, რომელიც გამორიცხავდა საჯარო მოსამსახურეებისთვის არალოგიკური ოდენობის თანხებით დაჯილდოების პრაქტიკას და ხელს შეუწყობდა წახალისების სისტემის ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებას. დღეის მდგომარეობით სამინისტროებში პრემიებით და სახელფასო დანამატებით დაჯილდოების არაერთგვაროვანი პრაქტიკის სალიუსტრაციოდ ჩვენს მიერ ქვემოთ გამოტანილი იქნება 2013 წელს სამინისტროებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ მონაცემები.

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის 2013 წლის 15 მარტის N53 ბრძანების საფუძველზე თითოეულ მინისტრს საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდათ ყოველთვიური სახელფასო დანამატი 4335 ლარის ოდენობით. აღნიშნული ბრძანების შემდგომ საზოგადოებას განემარტა, რომ მინისტრების პრემიებით დასაჩუქრების ყოველთვიური პრაქტიკა გაუქმდებოდა და მათი შემოსავალი განისაზღვრებოდა თანამდებობრივ სარგოთი და ხსენებული დანამატით (სულ თვეში 7875 ლარი). აღნიშნული ბრძანებით როგორც აღვნიშნეთ უნდა დარეგულირებულიყო მხოლოდ მინისტრების შრომის ანაზღაურება, რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს და სხვა თანამშრომლების პრემიებითა და სახელფასო დანამატებით დაჯილდოება აღნიშნული კვლავ ხელმძღვანელობის კომპეტენციაში დარჩა.

 

2014 წლის 27 იანვარს IDFI – იმ სამინისტროებს მიმართა 2013 წელს თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით თვეების მიხედვით) დარიცხული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნა არ გაეგზავნათ მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ვინაიდან მათ ხსენებული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება დეტალურად უზრუნველყვეს საკუთარ ვებ-გვერდებზე.

2013 წელს თანამდებობის პირების მიერ მიღებული როგორც პრემიების ასევე სახელფასო დანამატების შესახებ მოთხოვნები უპასუხოდ დატოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

 

ერთადერთ დაწესებულებას, რომელმაც განმარტა რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს პერსონალური მონაცემების ნიშნებს და მისი გაცემის დასაშვებობასთან დაკავშირებით კითხვა გადაუგზავნეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, წარმოადგენს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ინსტიტუტს პასუხი აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დღემდე არ მიუღია.

თანამდებობის პირების მიერ მიღებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია არასრულყოფილად იქნა მოწოდებული შემდეგი სამინისტროების მიერ:

  • ფინანსთა სამინისტრო
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულია კონკრეტულ თანამდებობებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები ჯამურად (მინისტრის მოადგილეები ერთად, დეპარტამენტის უფროსები ერთად და ა.შ), ხოლო დანარჩენის შემთხვევაში მხოლოდ 2013 წელს ყველა თანამდებობის პირზე ერთობლივად გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების ჯამური ოდენობა.

ზემოთ ხსენებული სამინისტროებიდან 2013 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი სახით მოწოდებისგან თავის არიდება, ბადებს ეჭვებს რამდენად დამსახურებულად ხდებოდა აღნიშნულ სამინისტროებში 2013 წელს კონკრეტული თანამდებობის პირების პრემიებით თუ სახელფასო დანამატებით დაჯილდოება.

 

რაც შეეხება იმ სამინისტროებს, რომლებმაც სრულყოფილად უზრუნველყვეს ინფორმაციის მოწოდება, მათ მიერ მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, რომ 2013 წლის მარტის თვის შემდგომ მინისტრების მიერ პრემიის მიღების ფაქტს ადგილი აღარ ჰქონია. ყველაზე დიდი შემოსავალი 2013 წელს სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს თავდაცვის მინისტრს – 83 076. როგორც სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტებიდან ირკვევა, აღნიშნული სამინისტროს შემთხვევაში მინისტრის შრომის ანაზღაურება განსხვავებულად ფორმირდება. პრემიერ მინისტრის ბრძანებით დადგენილი სახელფასო დანამატის (4435 ლარი) გარდა თავადაცვის მინისტრი ყოველთვიურად იღებს საკლასო ჩინის დანამატს (1239 ლარი), სტაჟის დანამატს (885 ლარი) და საიდუმლოს დანამატს (531 ლარი) , რაც ყოველთვიურად სახელფასო დანამატის სახით სულ შეადგენს 6 900 ლარს. სხვა მინისტრების შემთხვევაში 2013 წელს პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით მიღებულ შემოსავლებში განსხვავება განპირობებულია პრემიერ-მინისტრის ბრძანების გამოცემამდე იანვარ-თებერვალში მინისტრების მიერ მიღებული განსხვავებული ოდენობის პრემიებით და დანამატებით ან/და მინისტრის პოზიციაზე წლის განმავლობაში სრულად არ ყოფნის გამო.

 

როგორც სამინისტროებიდან მიღებული მონაცემებით, ირკვევა მინისტრებისგან განსხვავებით სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში კვლავ დაურეგულირებელი რჩება პრემიებითა ან/და სახელფასო დანამატებით დაჯილდოების პრაქტიკა. ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირის თანამდებობრივ სარგოს აღემატება პრემიის სახით მიღებული შემოსავლები.  ამასთან სხვადასხვა სამინისტროში პრემიების გაცემის განსხვავებული პრაქტიკა შეინიშნება.    მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრის სამ მოადგილეზე 2013 წელს პრემიის სახით გაცემულია 186 080 ლარი, მაშინ როდესაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოთხი მოადგილის 2013 წელს პრემიის სახით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 22 220 ლარი. პრემიის სახით ერთობლივად ყველაზე დიდი თანხა გაცემულია იუსტიციის მინისტრის მოადგილეებზე – 230 322 ლარი. (მინისტრის მოადილეების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ფიქსირებულია და შეადგენს: პირველი მოადგილე -2950 ლარი, მინისტრის მოადგილე -2720 ლარი). სხვადასხვა სამინისტროებში მოადგილეებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები გამოიყურება შემდეგნაირად:

 

იმ სამინისტროებს შორის, რომლებმაც ინსტიტუტს სრულყოფილად მოაწოდა ინფორმაცია, ყველაზე მეტი პრემიებისა და სახელფასო დანამატების მიმღებ მინისტრების მოადგილეებს წარმოადგენენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები მარიამ ვალიშვილი და ილია ელოშვილი. თითოეულს პრემიის სახით 2013 წელს მიღებული აქვს თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა 65280 ლარი. 10 ყველაზე დიდი ფულადი წახალისებით პრემირებულ მინისტრის მოადგილეებს შორის ვხვდებით ოთხ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, სამ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ორ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეს და ერთ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს.

მინისტრის მოადგილეების მსგავსად, სამინისტროების სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაშიც შენარჩუნებულია ყოველთვიურად პრემიებითა თუ სახელფასო დანამატებით დაჯილდოების პრაქტიკა. სამინისტროების უმრავლესობაში თანამდებობის პირთა წახალისების ფორმად უმეტესწილად კვლავ შენარჩუნებულია პრემიის სახე. 2013 წელს 14 სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით გაცემულია 5 729 131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 135 038 ლარი. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამინისტროების თანამდებობის პირებზე გაცემული თანხების სიდიდით გამორჩეულები არიან ის სამინისტროები, რომლებმაც არ უზრუნველყვეს კონკრეტულ თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება და ინსტიტუტს მიაწოდეს მხოლოდ ჯამური ოდენობები.

იმ სამინისტროებში თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები, რომლებმაც ინსტიტუტს მიაწოდეს მხოლოდ ჯამური ოდენობები:

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 1 182 251 ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 1 086 648 ლარი
  • ფინანსთა სამინისტრო – 824 184 ლარი
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 498 950 ლარი

სამინისტროების მხრიდან თანამდებობის პირებზე ყოველთვიურად პრემიითა თუ სახელფასო დანამატით წახალისების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად კვლავ სახელდება არსებული თანამდებობრივი სარგოების პირობებში მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლო პრობლემა. IDFI სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ თანამდებობაზე დანიშვნისას შევსებული დეკლარაციებიდან, შეეცადა გამოერკვია რამდენი იყო კონკრეტული თანამდებობის პირის შემოსავალი სხვადასხვა კერძო სექტორში მუშაობისას და გაიზარდა თუ შემცირდა ეს შემოსავალი თანამდებობაზე მათი დანიშვნის შემდგომ. ქვევით საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე შედარებას, თუმცა მკითხველს თავადაც შეუძლია გადაამოწმოს თანამდებობის პირთა შემოსავლები მათ მიერ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით.

როგორც გამოჩნდა, ზოგიერთი მინისტრის მოადგილის ამჟამინდელი შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება მათ მიერ კერძო სექტორში მიღებულ შემოსავლებს, რაც ეჭქვეშ აყენებს იმ მოსაზრებას, რომ ყოველთვიური პრემიებითა და სახელფასო დანამატებით აუცილებელი წახალისება გადამწყვეტი ფაქტორია ასეთ თანამდებობებზე მაღალკვალიფიციური კადრების მოსაზიდად.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024