მამხილებლის დაცვა, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მნიშვნელოვანი გამოწვევა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 9 იანვარი 2014

მამხილებლის ინსტიტუტი (whistleblowing) საქართველოში შესაბამისად არ ფუნქციონირებს, რადგან მამხილებლის დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობაში („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში) - არსებული ნორმები ვერ უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურის მიერ მხილების განხორციელების შესაბამის პროცედურასა და მამხილებლის უფლებების სათანადო დაცვის გარანტიებს. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს მხილების მხოლოდ შიდა არხებით განხორციელების შესაძლებლობას, რაც საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს უზღუდავს  ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას საჯარო სამსახურის გარეთ შესაბამისი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის. ასევე, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მამხილებლის მიერ მის მიმართ განხორციელებული შემზღუდველი ქმედებების თაობაზე საჩივრის წარდგენისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეები თავს არიდებენ საჯარო სამსახურში არსებული ან შესაძლო სამართალდარღვევის არსებობის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნებას.

საჯარო სამსახურში მამხილებლის დაცვა წარმოადგენს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის შექმნის მიზნით. ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ინიციატივის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით - შემუშავდა ღია მმართველობის გზამკვლევი.გზამკვლევის მიზანია დაეხმაროს პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ღია მმართველობის გზამკვლევი მოიცავს საჯარო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს საჯარო მმართველობის ღიაობის გაუმჯობესების მიზნით. საჯარო სამსახურში მამხილებლის დაცვის საკითხი განხილულია არასამთავრობო ორგანიზაცია Wistleblowing International Network-ის მიერ მომზადებული რეკომენდაციების საფუძველზე.

სტატიის მიზანია მამხილებლის დაცვის გარანტიების  უზრუნველსაყოფად ღია მმართველობის გზამკვლევში წარმოდგენილი რეკომენდაციების განხილვა და საქართველოს მთავრობისათვის მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მამხილებლის დაცვის ძირითადი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მიმართულებების განსაზღვრა.

პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მიერ საჯარო სამსახურში მამხილებლის დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • მამხილებლის დაცვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;
  • სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება საჯარო სამსახურში მამხილებლის ინსტიტუტის მნიშვნელობის თაობაზე;
  • მამხილებლისათვის დამოუკიდებელი და კონფიდენციალური საკონსულტაციო სამსახურის შექმნა;
  • მამხილებლის უფლებების დაცვის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს შექმნა და მისი შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვა;
  • მამხილებლის დაცვის გარანტიების გავრცელება საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე პერსონალზე;
  • მამხილებლის ინსტიტუტის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო ფონდის შექმნა.

 

იხილეთ სრულად: მამხილებლის დაცვა, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მნიშვნელოვანი გამოწვევა

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023

“დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” - 2023 წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება

22.02.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022