განახლებული opendata.ge ამოქმედდა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 28 თებერვალი 2014

Opendata.ge, IDFI2014 წლის 27 თებერვლიდან ფუნქციონირება დაიწყო განახლებულმა Opendata.ge  - მ საჯარო ინფორმაციის ყველაზე მოცულობითმა ონლაინ რესურსების ბაზამ საქართველოში.
პორტალის მიზანია გააუმჯობესოს სახელმწიფოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ინიციატივით, Opendata.ge  გარდაიქმნა საჯარო ინფორმაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან პორტალად და აერთიანებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა (TI-G) და ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ მოთხოვნილ და მოპოვებულ საჯარო ინფორმაციას.

Opendata.ge  მარტივი, თანამედროვე და მეგობრული ნავიგაციის საშუალებით მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას, როგორ მუშაობენ საჯარო დაწესებულები, როგორ ხარჯავენ სახელმწიფო ბიუჯეტს, რა პროგრამებს ახორციელებენ, ასევე თანამდებობის პირთა საქმიანობის და მათი შემოსავლების შესახებ.
 
Opendata.ge  2010 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა  (IDFI) ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით შექმნა. ეს იყო პირველი ონლაინ პორტალი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევდა, თვალი ედევნებინა საჯარო ინფორმაციის გავრცელებისა და განვითარების ტენდენციებისთვის.
შექმნის დღიდან, პორტალმა გააერთიანა 110 ათასზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
 
Opendata.ge -ზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ხშირად გამხდარა საზოგადოების და პოლიტიკოსების განხილვის თემა, მაგალითად, პორტალზე სისტემატურად გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ პრემიების გაცემის წესის შესახებ, შეცვალა პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ანაზღაურებისა და პრემირების წესი.
 
პორტალის განახლებაზე იმუშავა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ჰურიდოქსმა’’, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციებს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში ეხმარება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024