ღია მმართველობა საქართველოს მეორე ფორუმი

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა | სტატია 11 თებერვალი 2014

5 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში “ღია მმართველობა საქართველოს” რიგით მეორე ფორუმი შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საჯარო, ასევე ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. “ღია მმართველობა საქართველოს” ფორუმი საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმია, რომელიც მონაწილეობს სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა რამდენიმე საკითხი; ის ძირითადად მიეძღვნა სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებულ დაგეგმილ ღონისძიებებს. კონკრეტულად კი მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენელმა, Twinning-ის პროგრამის ექსპერტმა ისაუბრა www.data.gov.ge პორტალზე და ვორქშოფზე, რომელიც 29-30 იანვარს გაიმართა; ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონი და ინფორმაციის თავისუფლების კომისარის ინსტიტუტის შექმნა, რაც აღიარებულია მთავრობის მიერ აღებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებად. ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენელმა, ვაკო ნაცვლიშვილმა ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავების პროცესზე.

 

მონაწილეებმა იმსჯელეს ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და ქართული საჯარო უწყებების მიერ ამ კუთხით გაწეულ მუშაობაზე. ასევე განხილული იქნა OGP-ს გვერდის ბანერის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მთავარ გვერდზე განთავსების საკითხი და მოქალაქეთა საჯარო კონსულტაციებში ეფექტური ჩართვის გზები. ფორუმზე გამოითქვა მოსაზრებები, თუ რა სახით უნდა მიეწოდოს მოსახლეობას შემუშავებული სამოქმედო გეგმა და რა სახით უნდა გამოხატოს საკუთარი კომენტარი, კრიტიკა თუ მოსაზრება მოქალაქემ. საქართველოს მთვრობის სამოქმედო გეგმის ირგვლივ საჯარო კონსულტაციების ჩატარების თარიღად დასახელდა 15 მარტიდან 10 აპრილამდე პერიოდი.

 

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების სამუშაო ვარიანტი.შეხვედრა დასრულდა ფორუმის თანა-თავმჯდომარეების არჩევით. მთავრობის მხრიდან არჩეული იქნა რუსუდან მიხელიძე – იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. თანა-თავმჯრომარეები არჩეულნი არიან სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ვადით (ორი წლით).

მომდევნო შეხვედრაზე (რომელიც 5 მარტს გაიმართება), ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი წარმოადგენს ანგარიშს საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ასევე, ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა აიღეს ვალდებულება, მოამზადონ რეკომენდაციების პაკეტი მოსახლეობასთან კონსულტაციის სტრატეგიის შემუშავებისთვის და შესთავაზონ ფორუმს სამოქმედო გეგმის საკუთარი ხედვა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

28.03.2023

გორში, მასწავლებლებისთვის ვებგვერდის www.gorimaps.ge წარდგენა გაიმართა

27.03.2023

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარობა პალიტრა მედიას

29.03.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022