მრგვალი მაგიდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის აქტუალურ საკითხებზე
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილა 5 თებერვალს გამართული მრგვალი მაგიდისას. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც არასამთავრო ორგანიზაციების, ისე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, მედიის და იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც ციფრული მაუწყებლობის გადასვლისთვის ქსელი უნდა ააგონ.