პროექტ საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 31 მაისი 2015

პროექტში „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ IDFI ჩართული იყო მოხალისე პარტნიორის სახით.

 

პროექტის ფარგლებში გარემონტდა, უახლესი ტექნიკით და უფასო ინტერნეტით აღიჭურვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდისთავის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ნუკრიანის ბიბლიოთეკები. ამავე ბიბლიოთეკებში მოეწყო საბავშვო კუთხე, შეხვედრების ოთახი, აღიჭურვა თანამედროვე ლიტერატურით. ბიბლიოთეკების შენობებში განთავსდა საზოგადოებრივი ცენტრები - სახელმწიფო და კერძო სერვისების გამცემი პუნქტები, რომლებიც სოფლის მოსახლეობას აძლევს საშუალებას სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს 200-ზე მეტი სერვისი, მათ შორის პასპორტი, პირადობის მოწმობა, ქონების რეგისტრაცია, საბანკო სერვისები და ა.შ.

 

გარდა ამისა, ჩატარდა სამი „ტრენრების ტრენინგი“ ე.წ. ToT საპილოტე ბიბლიოთეკების და მიმდებარე სოფლების ბიბლიოთეკარებისთვის. ტრენინგები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ძირითადი IT უნარები, თანამედროვე ბიბლიოთეკის სერვისები, მომხმარებელთან ურთიერთობა, მომხმარებლების მოზიდვა, ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარები, სოციალური ქსელები და მათი მართვა, ღია მმართველობის პარტნიორობა, მოქალაქის პორტალი my.gov.ge და მისი მოხმარების ინსტრუქცია და ა.შ. აღნიშნული ტრენინგის შემდეგ ბიბლიოთეკარები თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ თავიანთი მუნიციპალიტეტის სხვა ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს. შედეგად, პირდაპირ დატრენინგდა 18 ადამიანი, ხოლო არაპირდაპირ დატრენინგდა - 53 ბიბლიოთეკის წარმომადგენელი 100-მდე ბიბლიოთეკარი.

 

ხულოს ბიბლიოთეკა აღიჭურვა ინტერნეტით, მოხდა ხულოს და ზუგდიდის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების და ტექნიკის შესყიდვა. პარალელურად მიმდინარეობს ბიბლიოთეკების მუშაობის მონიტორინგის და შეფასების პროცესი, რაც გულისხმობს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევას, სპეციალური პროგრამის საშუალებით ხდება ყოველთვიიურად მომხმარებელთა რაოდენობის აღრიცხვა; აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, ბიბლიოთეკებში მომხმარებელთა რაოდენობამ 16-17-ჯერ იმატა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024