საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის

პროექტები | დასრულებული პროექტები 4 აგვისტო 2014

IDFI ჩართულია პროექტში მოხალისე პარტნიორის სახით

ზოგადი ინფორმაცია

IREX-ის მიერ დაფინანსებული Beyond Access პროგრამა მუშაობს მსოფლიო მაშტაბით, რათა ხელი შეუწყოს ბიბლიოთეკების როლს განვითარების პროცესში.დეღესდღეობით, განვითარებად ქვეყნებში 230,000-ზე მეტი საჯარო ბიბლიოთეკაა, მათ შორის დაახლოებით 500-მდესაქართველოში.მათი, როგორც საინფორმაციო ცენტრის, ისტორიული როლისაჯარო ბიბლიოთეკებს აქცევს იდეალურპარტნიორად საქართველოს განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე, რაც გულისხმობს: საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების, სოფლისმეურნეობის და სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესებას. მთავრობას ზემოხსენებული მიზნების მიღწევა შეუძლია ბიბლიოთეკებში ინვესტირებით და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე (ICT) ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის დემონსტრირების გზით.

 

განვითარების მიზნებს შორის, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალებულება უზრუნველყოს მოსახლეობის წვდომა საჯარო სერვისებზე. მიზნის მისაღწევად იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვთარების სააგენტომ შეარჩია ის ძირითადი სერვისები, რომლებიც მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ელექტრონულად. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას კი შეზღუდულად ან საერთოდ არ გააჩნია აღნიშნულ საჯარო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა. პრობლემის გადასაჭრელად Beyond Access და მისი პარტნიორები ახორციელებენ პროექტს „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომლის მიზანია ისეთი ბიბლიოთეკის მოდელის პილოტირება,რომლის საშუალებითაც სოფლის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს სერვისები და საჭირო ინფორმაცია.

 

 

პროექტის მიზნები

  • თანაბარი ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა დასერვისებზე,საჯარო სივრცის საშუალებით
  • ეკონომიკურიშესაძლებლობების განვითარება ყველა დონეზე
  • მოსახლეობის ონლაინჩართვა ადგილობივი მმართველობის საკითხებზეგადაწყვეტილების მიღების პროცესში

 

პროექტის ფაქტები

  • პროექტის პარტნიორები: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • 4 ბიბლიოთეკასთან მუშაობის მიზანია 20-30,000 ადგილობრივის აღნიშნულ პროცესებში ჩართვა
  • ახალი სერვისების განვითარება ბიბლიოთეკაში ინფორმაციაზე წვდომით და მთავრობის რესურსების გამოყენებით

 

ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია

პროექტის პირველ ეტაპზე პილოტირება მოხდება ორ სოფლის და ორ მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში. ოთხივე ბიბლიოთეკა განახლდება, აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკითა და უკაბელო ინტერნეტით და ხელახლა გაიხსნება.განახლებულიბიბლიოთეკებიმომხმარებელს შესთავაზებს ღიადა სასიამოვნო გარემოს, შეხვედრების ოთახებს და ინტერნეტთან წვდომის პუნქტებს.ეს საშუალებას მისცემს ბიბლიოთეკებს ემსახუროს მოსახლეობის საჭიროებებს და გახდეს საზოგადოებრივი ჩართულობის ადგილი, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობაექნება, ადგილობრივი ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების დახელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილოს ადგილობრივი საჭიროებები.

 

ბიბლიოთეკარების ტრენინგი

ხიდისთავის, ნუკრიანის, ხულოს და ზუგდიდის ბიბლიოთეკები საჭიროებენისეთ „თანამედროვე“ ბიბლიოთეკარებს, რომლებიც არა მხოლოდ იცნობენ განახლებული ბიბლიოთეკების სერვისებს, არამედ შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ბიბლიოთეკის ვიზიტორებს აღნიშნული სერვისების ეფექტურად გამოყენებაში. პროექტის მონაწილეები გაივლიან შესაბამისი ტრენინგების სამ ფაზას. პირველ ფაზა მოიცავს ძირითადი საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების განვითარებას და ამ უნარ-ჩვევებისსხვებისთვის გადაცემის მეთოდოლოგიას. მეორე ფაზა მოიცავს ახალი სერვისების გაცემას - ელექტრონულ საჯარო სერვისების ჩათვლით. ბოლო ფაზა კი ითვალისწინებსტრენინგებს ინფორმაციისწვდომაზე და პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე. აღნიშნული ტრენინგების საშუალებით, მონაწილეებიშეძლებენთემისთვის სასარგებლო პროექტების შედგენასა და განხორციელებას. ტრენინგებს გაივლიან, როგორც მონაწილე ოთხი ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარები, ასევე ახლოს მდებარე ბიბლიოთეკების, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები, რათა ყველა სფეროს წარმომადგენელმა მიიღოს სარგებელი.

 

მოსახლეობის დაკავშირება საჯარო სერვისებთან

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, ბიბლიოთეკებს ექნებათ შესაძლებლობა გასცენ შერჩეული ელექტრონული სერვისები, ხელმისაწვდომი გახადონ მობილური კომპანიის და ბანკის სერვისები, მოიცვან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის მოქალაქეობა და მიგრაცია, სოციალური დახმარების პროგრამები და სხვა. სოფელ ხიდისთავის და სოფელ ნუკრიანის ბიბლიოთეკები შეძლებენ შესაბამისი საჯარო სერვისების გაცემას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით. გარდა იმისა, რომ ბიბლიოთეკარებს შესაძლებლობა ექნებათ დაეხმარონ ბიბლიოთეკის ვიზიტორებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში, პროექტში ჩართული ბიბლიოთეკარები ასევე იმუშავებენ ინფორმაციის საჭიროებების გამოვლენის მიმართულებით და ასწავლიან მომხმარებლებს,როგორ მოიძიონ აღნიშნული ინფორმაცია, შესაბამისი რესურსების გამოყენებით.

/public/upload/pdf/Memorandum-Of-Understanding-IDFI-IREX-PSDA-GLA.pdf

 

პროექტის პარგლებში განხორციელებული აქტივობების მოკლე მიმოხილვა იხილეთ ბმულზე

იუსტიციის მინისტრმა პროექტი „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ შეაჯამა

მოქალაქის პორტალის პრეზენტაცია ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში

„ერთად შევეგებოთ ევროპას“ ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში

ტიერი მანდონმა სოფელი ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა

სოფელ ნუკრიანში ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გაიხსნა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024