IDFI-მ ყირგიზეთის მთავრობის პიარ გუნდს უმასპინძლა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 მაისი 2015

8 მაისს, პარასკევს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ყირგიზეთის მთავრობის პიარ გუნდს უმასპინძლა.


სასწავლო ტური რომლითაც ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოს ეწვია, პროექტ „მთავრობის პრეს სამსახურის რეფორმის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ბიშკეკში ეუთოს ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია მთავრობის პრეს სამსახურმა უფრო ნაყოფიერად იმუშავოს პუბლიკის ინფორმირებაზე და გააუმჯობესოს კომუნიკაციის დროული, სანდო და გამჭვირვალე პოლიტიკა.


საქართველოს მთავრობისა და პრეს სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, დელეგაცია სამოქალაქო სექტორთან შეხვედრითაც დაინტერესდა.


10 კაციანი დელეგაცია, რომელსაც ყირგიზეთის პრემიერ მინისტრის პრეს-მდივანი გულნურა ტორალიევა ხელმძღვანელობდა, IDFI-ს 8 მაისს ეწვია. მათ პირადად შეხვდნენ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი და ანალიტიკოსი ნატა ძველიშვილი.


სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს IDFI-ს ძირითადი მიზნების, საქმიანობების, პროექტებისა და აქტივობების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა თემები და საკითხები, რაზეც ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს და ნათლად ჩამოყალიბებული მოსაზრებები და რეკომენდაციები აქვს.

ორი დღით ადრე, 6 მაისს კი IDFI-ს ყირგიზი პროფესორების გუნდი სტუმრობდა

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024