სტატია

6 აგვისტო 2015 image

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI შსს-ს წინააღმდეგ

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ვალდებულება სრულყოფილი სახით გაეცა ინფორმაცია 2013 წელს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ.

3 აგვისტო 2015 image

სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე IDFI ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ

2015 წლის 23 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი IDFI-ს წინააღმდეგ, შესაბამისად ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ დაავალდებულა უწყება დეტალური სახით გაეცა IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

31 ივლისი 2015 image

IDFI-ს პრესკონფერენცია ჩაშლილი სახელმწიფო კონკურსის შესახებ

პარასკევს, 31 ივლისს შესახებ IDFI-მ გამართა პრესკონფერენცია ჩაშლილი სახელმწიფო კონკურსის შესახებ.

 

29 ივლისი 2015 image

მოწოდება ევროკავშირს, შეუერთდეს ღია მმართველობის პარტნიორობას

წერილის ავტორებს სჯერათ, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის გადაწყვეტილებით ყოველდღიურად რეგულირდება, დაახლოებით, 500 მილიონი მოქალაქის ცხოვრება, დროა ევროკავშირი აღიჭურვოს ვალდებულებით, რომელსაც საერთაშორისო ინიციატივა ჰქვია და რომელიც მიზნად ისახავს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებისა და მონაწილეობას.

 

27 ივლისი 2015 image

სკრის დევნილთა დასახლების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა

შაბათს, 25 ივლისს გაიმართა საქველოქმედო აქცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) და საინიციატივო ჯგუფ "იმედის სხივის" ორგანიზებით. აქცია ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დილის 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა გორის რაიონის, სოფელ სკრის დევნილთა დასახლების დახმარებას.

27 ივლისი 2015 image

IDFI საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის მხარდამჭერ ორგანიზაციად აღიარეს

2015 წლის 24 ივლისს, OpeningParliament.org-მა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)შეიყვანა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის მხარდამჭერ ორგანიზაციათა ჩამონათვალში.

 

22 ივლისი 2015 image

თბილისის მერიის ახალი პორტალი - ნაბიჯი გამჭვირვალე და ღია მმართველობისკენ

დღეს სატესტო რეჟიმში გაეშვა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი ვებ-გვერდი - www.tbilisi.gov.ge. გვინდა მივესალმოთ აღნიშნულ ფაქტს და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თბილისის პორტალის კონცეფცია შემუშავებული იქნა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში: თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.

17 ივლისი 2015 image

საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა

17 ივლისს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“.

15 ივლისი 2015 image

საქართველოს პარლამენტმა დაასრულა „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაზე“ მუშაობა

2015 წლის 10 ივლისს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა დაამტკიცა „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“. „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ მიზანია უზრუნველყოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ღიაობა, საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობაში და საკანონმდებლო პროცესებში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობის გაზრდას.

13 ივლისი 2015 image

საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა ინტერ-ფრაქციული ჯგუფის მიერ

10 ივლისს ინტერფრაქციული ჯგუფის მეხუთე შეხვედრაზე „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“ დამტკიცდა. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 18 ვალდებულებას საპარლამენტო ღიაობის თვალსაზრისით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015-2016 წლების განმავლობაში უნდა შეასრულოს.