სტატია

8 სექტემბერი 2015 image

საფრანგეთმა საპარლამენტო ღიაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში, 2015 წლის 9 ივლისს, საფრანგეთმა საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო, რომელიც საკანონმდებლო პროცესის გამჭირვალობის გაძლიერებასა და ეროვნული ასამბლეის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართვას ითვალისწინებს.

7 სექტემბერი 2015 image

საქართველოს პარლამენტის მიერ ინფორმაციის დროულად გამოქვეყნების მნიშვნელობა

აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა დროულად გამოაქვეყნოს საპარლამენტო გადაწყვეტილებები, და რაც მთავარია, კანონში შესატანი ცვლილებები, რათა მოქალაქეებს მიეცეთ რეალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ გაეცნონ ინფორმაციას და გამოხატონ საკუთარი აზრი შესაფერისი გზებით.

4 სექტემბერი 2015 image

IDFI-ის დირექტორი საერთაშორისო ანტი-კორუფციულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

რიგით მეთექვსმეტე საერთაშორისო ანტი-კორუფციული კონფერენცია (IACC) 2 სექტემბერს მალაიზიის ქალაქ პუტრაჯაიაში გაიხსნა. კონფერენციის უცვლელ მთავარ თემაზე - უსამართლობის აღმოფხვრა - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულმა მთავრობების, სამოქალაქო თუ კერძო სექტორის 800-მდე წარმომადგენელმა იმსჯელა.

27 აგვისტო 2015 image

პარლამენტის ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების ელექტრონული ფორმატები

საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის 3.1 ქვე-თავში - პარლამენტის ვებ-გვერდზე დოკუმენტების ადვილად დამუშავებად ფორმატში განთავსება - მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტი დოკუმენტების დიდ ნაწილს PDF ფორმატში ავრცელებს, რაც ხელს უშლის მის შემდგომ გამოყენებას. ამის გამო, სამოქმედო გეგმის ავტორები საქართველოს პარლამენტს დოკუმენტაციის ღია და ადვილად დამუშავებად ფორმატებში მაგ. HTML/MS Word გამოქვეყნებას სთავაზობენ.

25 აგვისტო 2015 image

რამდენად აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია?

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კომისიის შემქნის დღიდან 2015 წლის ივლისამდე სულ ჩატარდა კომისიის სამი სხდომა. რაც შეხება სამუშაო ჯგუფების სხდომების რაოდენობას ისინი 4-დან 11-მდე მერყეობს. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები მეტი პასუხიმგებლობით უნდა მოეკიდნონ იმ ძალზედ მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მომზადება ქვია და გამოიჩინონ მეტი ანგარიშვალდებულება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.

21 აგვისტო 2015 image

IDFI-ის წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკარებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

20 აგვისტოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსმა, გოგა თუშურაშვილმა და იურისტმა, ნინო მერებაშვილმა ბიბლიოთეკარებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.

20 აგვისტო 2015 image

Transparify-იმ IDFI-ის გამჭვირვალობა მაქსიმალური 5 ვარსკვლავით შეაფასა

2015 წლის აგვისტოში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევითი ორგანიზაციების გამჭვირვალობის რეიტინგში უმაღლესი 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო. რეიტინგი ხორციელებდა პროექტ Transparify-ის ფარგლებში, რომელიც ღია საზოგადოების ფონდების კვლევითი ორგანიზაციების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და CRRC-ის მიერ იმართება. პროექტი 2014 წლის იანვრიდან ხორციელდება და მსოფლიოს მასშტაბით პირველად ზომავს კვლევითი ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას.

18 აგვისტო 2015 image

ანალიტიკოსების კონკურსი

IDFI კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ინტერნეტ-სივრცის აქტიურ მომხმარებლ ანალიტიკოსებს. კონკურსის მონაწილეებს დაევალებათ სტატიებისა და ანალიტიკური ბლოგების/ნაშრომების დაწერა "საქართველო 2020"-ში განხილული თემებიდან მათთვის საინტერესო საკითხებზე.

17 აგვისტო 2015 image

IDFI-მ სოფიო მურადოვას ციფრული სიგნალის მიმღები

2015 წლის 15 აგვისტოს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა, გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული სოფიო მურადოვა მოინახულეს, რომელსაც ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობა, „სეტ-ტოპ-ბოქსი“ და მიმღები ანტენა გადასცეს და დაუმონტაჟეს.

 

13 აგვისტო 2015 image

ცვლილებები ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველ კომიტეტში

2015 წლის 22-23 ივლისს, სამხრეთ აფრიკაში “ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე, რიგით მეორე წლიური არჩევნები გაიმართა, რომელზეც კომიტეტის ახალ წევრებად: ინდონეზია, ჩილე და რუმინეთი დაასახელეს.