სტატია

24 თებერვალი 2016 image

OGP მმართველ კომიტეტში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ირჩევს

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), რომელიც ხელისუფლების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაზრდას ისახავს მიზნად და 69 სახელმწიფოს აერთიანებს, მმართველ კომიტეტში (Steering Committee) სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებს ირჩევს.

23 თებერვალი 2016 image

საკონსულტაციო ჯგუფმა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მხარდაჭერის გზებზე იმსჯელა

23 თებერვალს გაეროს სახლში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

19 თებერვალი 2016 image

არის თუ არა სამედიცინო ბაზარი ჩვეულებრივი ბაზარი?

ჩვეულებრივი ბაზრის ერთ-ერთი პირობაა მომხმარებლის გარკვეულობა. ჩვეულებრივ ბაზარზე მომხმარებელი თავისი შესაძლებლობის მიხედვით განსაზღვრავს თუ როდის, სად და რა ფასად იყიდოს საქონელი. სამედიცინო ბაზარზე, ხშირ შემთხვევებში, წინდაწინ არავინ იცის თუ როდის წარმოიშობა სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნა და მიწოდება.

15 თებერვალი 2016 image

საჯარო სამსახური რეკრუტირების პოლიტიკა: ყველას აძლევს თუ არა www.hr.gov.ge დასაქმების თანაბარ შანსს

სტატიის მიზანია, დასაქმების პორტალ www.hr.gov.ge-ს საჯარო სამსახურში რეკრუტირების სიტემის გამჭვირვალობის და სამართლიანი კონკურენციის გარემოს უზრუნველყოფის ეფექტურ/არაეფექტურ ინსტრუმენტად განხილვა. კონკრეტულად, კვლევის კითხვაა: რამდენად უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადების პროცესი ყველა მონაწილის დასაქმების თანაბარ შანსს?

12 თებერვალი 2016 image

პროექტ სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020-ის დასკვნითი ღონისძიება

2016 წლის 9 თებერვალს გაიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ განხორციელებული პროექტის „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“-ს დასკვნითი ღონისძიება.

12 თებერვალი 2016 image

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

12 თებერვალს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტში.

11 თებერვალი 2016 image

სახელმწიფო დასაქმების პორტალი Worknet vs. უმუშევრობის პრობლემა

„საქართველო 2020“ სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადამიანური კაპიტალის განვითარებაა. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარებას.

6 თებერვალი 2016 image

დისკუსია - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა – 2015 წლის შეჯამება

ხუთშაბათს, 21 იანვარს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა - 2015 წლის შეჯამება“. დისკუსია ჩატარდა პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“-ს ფარგლებში. მოცემული სტატია გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე.

6 თებერვალი 2016 image

საერთაშორისო ფორუმი: საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები

2016 წლის 1 და 2 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“.

5 თებერვალი 2016 image

მცირე მიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა: დიდი ფულის მცირე შედეგები

2013 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობაში დამოუკიდებლობის მანძილზე უპრეცედენტო მასშტაბის სოფლის მეურნეობის სუბსიდირების პოლიტიკის გატარება დაიწყო. ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი გახლდათ „მცირე მიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც მომავალი წლის ჩათვლით მოსალოდნელია, რომ დაიხარჯება 367 მილიონი ლარი.