სტატია

23 სექტემბერი 2016 image

IDFI საერთაშორისო კონფერენციაზე - ინფორმაციაზე წვდომის უფლების 250-ე წელი

2016 წლის 21-22 სექტემბერს IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა მონაწილეობა მიიღეს კიევში, უკრაინაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით „ინფორმაციაზე წვდომის უფლების 250-ე იუბილის აღნიშვნა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული სისტემების შემდგომი გაძლიერება.“

21 სექტემბერი 2016 image

გიორგი კლდიაშვილი -

IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო მოლდოვაში მიმდინარე ადამიანის უფლებათა კონფერენციაში სახელწოდებით „ფრონტის ხაზზე: ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.“ განსახილველ საკითხებს შორის იყო: ადამიანის უფლებების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და საერთაშორისო მექანიზმები; ადამიანი უფლებების დამცველები; კამპანიის წარმოების, კავშირების დამყარებისა და დაფინანსების მოძიების საუკეთესო პრაქტიკა; და ადამიანის უფლებების დაცვა და მონიტორინგი კონფლიქტის ზონებში.



 

20 სექტემბერი 2016 image

IDFI-იმ საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

20 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონიძიებაზე ასევე დააჯილდოვდა ჩართულობის მხრივ ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტების ინიციატორი 3 სახელმწიფო უწყებება: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

5 სექტემბერი 2016 image

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის

20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა. კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

1 აგვისტო 2016 image

როგორ დავიცვათ ბალანსი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის?

შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შეზღუდვა ისე, რომ სახელმწიფოს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში არამართლზომიერი ჩარევისთვის? ამ კითხვაზე პასუხი მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ ორ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში. 

28 ივლისი 2016 image

საქართველოს ექსპორტის პრობლემები და ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები

ბოლო ორი წელია საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად შემცირდა. განსაკუთრებით ეს ეხება ექსპორტს. მოცემულ სტატიაში საუბარია ექსპორტის მაჩვენებლების, ასევე, ბოლო წლების დინამიკის და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. ანალიზის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებები განიხილება პრაქტიკაში ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით სხვადასხვა ქვეყანაში და რა ინსტრუმენტებს მიმართავს საქართველო დღესდღეობით.

25 ივლისი 2016 image

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო OGP-ის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონულ დიალოგში

ღია მმართველობის პარტნიორობის „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონული დიალოგი“ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა რეგიონის რეფორმატორებისთვის, ყოველწლიურად შეიკრიბონ და ერთმანეთს გაუზიარონ ღია მმართველობის გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და უახლესი ამბები. 2016 წლის დიალოგში მონაწილეობა IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმაც მიიღო.

6 ივლისი 2016 image

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რითიც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ და ძირითად უფლებად აღიარა. რეზოლუციის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანები ინტერნეტის გამოყენების დროს იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, რომლებითაც სარგებლობენ კავშირგარეშე.

1 ივლისი 2016 image

IDFI-ის დირექტორი ელექტრონული პარლამენტის მსოფლიო კონფერენციაზე

IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო 2016 წლის ელექტრონული პარლამენტის მსოფლიო კონფერენციაში (World e-Parliament Conference 2016), რომელიც ვალპარაისოში, ჩილეს პარლამენტში გაიმართა 28-30 ივნისს. კონფერენცია, რომელიც ორ წელში ერთხელ იმართება, არის მსოფლიო მასშტაბის ფორუმი, სადაც საპარლამენტო საქმიანობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენება განიხილება. 

29 ივნისი 2016 image

ვიზა ლიბერალიზაცია - არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ?

IDFI აგრძელებს სტატიების სერიას საქართველო - ევროკავშირის შორის ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე. ამჯერად სტატია მომოიხილავს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების ვადების შესაძლო სცენარებს. სტატიაში ასევე განხილულია თუ რამდენად შესაძლებელი და რეალურია საქართველომ უვიზო რეჟიმი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიიღოს.