გიორგი კლდიაშვილი -

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | სტატია 21 სექტემბერი 2016

IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო მოლდოვაში მიმდინარე ადამიანის უფლებათა კონფერენციაში სახელწოდებით „ფრონტის ხაზზე: ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.“


ღონისძიებას გამართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა“ და მის მოლდოვის ეროვნულმა პლატფორმამ. ორდღიანი ღონისძიება (19-20 სექტემბერი) აერთიანებდა 50-მდე ადამიანის უფლებათა ექსპერტს ევროკავშირიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოებიდან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ევროკავშირის ინსტიტუტებიდან და ევროპის საბჭოდან.


კონფერენცია გახსნეს მოლდოვის ეროვნული პლატფორმის კოორდინატორმა იონ მანოლმა, მოლდოვის სახალხო დამცველმა მიჰაილ კოტორობაიმ და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა მოლდოვაში პირკა ტაპიოლამ.


განსახილველ საკითხებს შორის იყო: ადამიანის უფლებების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და საერთაშორისო მექანიზმები; ადამიანი უფლებების დამცველები; კამპანიის წარმოების, კავშირების დამყარებისა და დაფინანსების მოძიების საუკეთესო პრაქტიკა; და ადამიანის უფლებების დაცვა და მონიტორინგი კონფლიქტის ზონებში.


გიორგი კლდიაშვილი ასრულებდა მოდერატორის როლს სამუშაო შეხვედრაში სახელწოდებით „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში."

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024