სტატია

22 მარტი 2016 image

შეფასების დამოუკიდებელმა მექანიზმმა საქართველოს OGP-ის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა

შეფასების დამოუკიდებელმა მექანიზმმა (Independent Reporting Mechanism - IRM), რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) წევრი ქვეყნის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს აანალიზებს, საქართველოს OGP-ის სამოქმედო გეგმის შესრულების 2014-2015 წლების ანგარიში გამოაქვეყნა.

15 მარტი 2016 image

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორად გიორგი კლდიაშვილი აირჩიეს

2016 წლის 29 თებერვალს ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-7 საერთო კრება. კრების მიზანი იყო პლატფორმის ერთწლიანი საქმიანობის შეჯამება და პლატფორმის თავმჯდომარის და სამუშაო ჯგუფების კოორდინატორების არჩევა. კრებას ესწრებოდა 86 წევრი ორგანიზაციის 130 წარმომადგენელი.

15 მარტი 2016 image

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმმა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე იმსჯელა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2016 წლის 2 მარტს, „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის მეჩვიდმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

11 მარტი 2016 image

OGP-ის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება

1 მარტს, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და OGP-ის მხარდაჭერის დეპარტამენტის ფინანსური თანადგომით, გაიმართა ვებ-კონფერენცია თემაზე ,,OGP-ის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება“.

11 მარტი 2016 image

ღია მმართველობის პარტნიორობამ მმართველ კომიტეტში ასარჩევი ნახევარფინალისტების სია გამოაქვეყნა

10 მარტს ღია მმართველობის პარტნიორობამ მმართველ კომიტეტში ასარჩევად კონკურსში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნახევარფინალისტთა სია გამოაქვეყნა.

9 მარტი 2016 image

ღია მონაცემების პორტალზე IDFI-ის რეკომენდირებული მონაცემები განთავსდება

მთელმა რიგმა უწყებებმა IDFI-ს აცნობეს რომ, გამოთქვამენ მზადყოფნას ინსტიტუტის მიერ რეკომენდირებული სხვადასხვა მონაცემთა ბაზების უახლოეს მომავალში ღია მონაცემების პორტალზე განთავსებასთან დაკავშირებით.

9 მარტი 2016 image

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს დებულება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის 2016 წლის 12 თებერვლის ბრძანებით დამტკიცდა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს დებულება.

7 მარტი 2016 image

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

5-6 მარტს საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბორჯომში.

7 მარტი 2016 image

მმართველობის მონაცემთა ალიანსი – საქართველოს 2015 წლის მდგომარეობის შეჯამება

მმართველობის მონაცემთა ალიანსი (Governance Data Alliance) ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ასპექტზე, რითიც ცდილობს ხელი შეუწყოს დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას. გთავაზობთ საქართველოს შედეგებსა და მათ შედარებას სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და ესტონეთის მაჩვენებლებთან.

4 მარტი 2016 image

პრემირების/დანამატების სისტემა და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახური?!

საჯარო სამსახურის სახელფასო პოლიტიკას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. პრემირების და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით 2012-14 წლებში გაცემული პრემიების და დანამატების რაოდენობა შესაძლოა 100 მილიონს აჭარბებდეს.