სტატია

9 მაისი 2016 image

საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილეს

2016 წლის 5 მაისს, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და მასთან არსებულმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებით დაკომპლექტებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო საბჭოს წევრმა დეპუტატებმა, საქართველოს პარლამენტის აპარატის და საბიუჯეტო ოფისის, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის (2015-2016) ვალდებულებებიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე.

6 მაისი 2016 image

IDFI აზიის განვითარების ბანკის 49-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე

ზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრები მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხების განსახილველად. შეხვედრებზე წევრ მთავრობებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ ბანკის თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ასევე, დამკვირვებელი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ აზიის რეგიონში არსებული პრობლემები და შეთანხმდნენ მათ შესაძლო მოგვარების გზებზე.

5 მაისი 2016 image

კონცეფცია პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსების შესახებ

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო კონცეფცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 3.1. ვალდებულების განხორციელებას. ვალდებულება გულისხმობს პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსებას.

20 აპრილი 2016 image

საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე იმსჯელეს

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის (2015-2016) ვალდებულებების შესრულებისთვის რეგლამენტში შესატან ცვლილებების პროექტებზე.

14 აპრილი 2016 image

თბილისი ღია მმართველობის პარტნიორობაში ჩაერთვება

ღია მმართველობის პარტნიორობამ (Open Government Partnership, OGP) გამოაქვეყნა ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამის გამარჯვებულთა სია. თბილისი 45 აპლიკანტიდან შერჩეულ 15 ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მოხვდა.

14 აპრილი 2016 image

ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად საჯარო კონსულტაციები გრძელდება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონაწილეობა მიიღო მარნეულში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის საჯარო კონსულტაციაში. შეხვედრაზე IDFI-ს წარმომადგენელმა თამარ ნადიბაიძემ მოქალაქეებს გააცნო IDFI-ს რეკომენდაციები ღია მმართველობის პარტნიორობის მესამე სამოქმედო გეგმისთვის (2016-2017).

11 აპრილი 2016 image

საკონსულტაციო ჯგუფმა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებებზე იმსჯელა

11 აპრილს გაიმართა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. საკონსულტაციო ჯგუფმა წარმოადგინა და იმსჯელა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების განხორციელებისთვის პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე.

8 აპრილი 2016 image

საჯარო კონსულტაციები ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად

ოზურგეთსა და ბათუმში გაიმართა საჯარო კონსულტაციები ღია მმართველობა საქართველოს რიგით მესამე სამოქმედო გეგმის (2016-2017) შემუშავების მიზნით. მონაწილეებს შორის იყვნენ მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და სტუდენტები. ისინი გაეცნენ ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) მიზნებს და წამოაყენეს სამოქმედო გეგმაში შესატანი ინიციატივები.

7 აპრილი 2016 image

საჯარო სამსახურში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ანალიზი - 2012 წლის არჩევნებამდე და შემდეგ

გადაწყვეტილების მიღების პროცესი ზოგადად და არა ცალკეულ შემთხვევებში გამჭვირვალეობით უნდა ხასიათდებოდეს და კომპეტენციების, მოხელეთა რანგის თუ კლასის შესაბამის დონეებზე მიიღებოდეს. რაც საბოლოო ჯამში გულისხმობს სისტემის დეცენტრალიზაციას საჭირო დონემდე და მნიშვნელოვანი მსაზღვრელია საჯარო სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების.

1 აპრილი 2016 image

ღია მმართველობის პარტნიორობა როგორც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საშუალება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის სტატია გაეროს მდგრადი განვითარების და ღია მმართველობის პარტნიორობის მიზნების თანხვედრის საკითხზე.