სტატია

29 ივნისი 2016 image

IDFI ფინანსურად სრულად გამჭვირვალე ორგანიზაციად დასახელდა

IDFI ექვს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთან მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის დასახელდა. შეფასებითი კვლევის ავტორია ორგანიზაცია Transparify, რომელიც მესამე წელია აქვეყნებს შედეგების შემცველ ანგარიშებს. შეფასებული ორგანიზაციების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2016 წლის ანგარიშში 47 ქვეყნის 200 ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციაა (think tank) შესული.

23 ივნისი 2016 image

უახლესი ცვლილებები ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აქტში

აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების აქტი წარმოადგენს ფედერალურ კანონს, რომელიც ადგენს საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების საჯაროობის სტანდარტებს, განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ცნებას და არეგულირებს ინფორმაციის გასაჯაროების გამონაკლისებს. IDFI-ს სტატია მიმოიხილავს ინფორმაციის თავისუფლების აქტში შეტანილ უახლეს ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. 

16 ივნისი 2016 image

საქართველო ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტზე

მოცემული სტატია წარმოადგენს, მსოფლიოს პირველი ანტიკორუფციული სამიტის და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების მიმოხოლვას. სამიტს რომელიც 12 მაისს, ქალაქ ლონდონში გაიმართა, საქართველოს მთავრობის მხრიდან პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.

15 ივნისი 2016 image

ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი შეფერხების მიზეზები

IDFI აქვეყნებს სტატიას ვიზალიბერალიზაციის თემაზე, რომლის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის პროცედურული მიმოხილვა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შესაძლო შეფერხების მიზეზების ანალიზი. სტატიაში განხილულია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში ჩართული ევროკავშირის ინსტიტუტების თავისებურებები, მათი როლი და გავლენა პროცესის წარმატებით დასრულებაზე. სტატიაში ასევე გაანალიზებულია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემაფერხებელი ოფიციალური და სავარაუდო არაოფიციალური მიზეზები.

2 ივნისი 2016 image

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ეფექტიანობა

სტატიაში განხილულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის გადაწყვეტილება ბაზარზე მოთხოვნადი პროგრამების დაფინანსების შესახებ. დღეს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სტატიის ავტორი აფასებს თუ რამდენად მოხერხდა პროექტის მიზნის მიღწევა ე.წ. „საჭირო“ პროგრამებზე უკეთესი და უფრო მეტი კონტიგენტის მოზიდვის მიმართულებით.

27 მაისი 2016 image

IDFI - GPSA-ის პარტნიორთა გლობალურ ფორუმზე

2016 წლის პარტნიორთა გლობალური ფორუმი 19-24 მაისს ვაშინგტონში გაიმართა. მონაწილეებს შორის იყვნენ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის, კერძო სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) ფორუმზე წარმოადგენდა საბა ბუაძე, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროგრამის ფარგლებში.

 

25 მაისი 2016 image

პარლამენტის წევრების შეხვედრა ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და მისი საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის 4.4. ვალდებულებით გათვალისწინებულ საკითხზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსზე იმსჯელეს.

24 მაისი 2016 image

ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში

4 თვიანი მუშაობის შედეგად საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ და მასთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა შეიმუშავეს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტი. კანონპროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას და გააძლიეროს პარლამენტის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. რეგლამენტის ცვლილებების პროექტი შემუშავდა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე.

23 მაისი 2016 image

ევროკავშირის ახალი სტრატეგია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში

სტატიაში წარმოდგენილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში ევროკავშირის ახალი სტრატეგიის მოკლე მიმოხილვა და მოცემულია საქართველოსათვის ყველაზე საინტერესო ევროპული დერეფნის ზოგადი დახასიათება.

20 მაისი 2016 image

IDFI - ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების ხსოვნის ცერემონია

93 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლშევიკურმა რუსეთმა ანტი - საბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის 15 ქართველი ოფიცერი დახვრიტა თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე. სპეციალურად ამ დღის უკვდავსაყოფად, 20 მაისს ‎IDFI-მ‬, თბილისის მერიასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით გამართა ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების ხსნოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიება.