სტატია

1 დეკემბერი 2016 image

საქართველოს მთავრობის მიერ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების მიმოხილვა

საქართველო OGP-ის თანათავმჯდომარედ 2 წლის ვადით იქნა არჩეული და 2017 წლის ოქტომბრიდან, 1 წლის ვადით, საქართველო პარტნიორობის თავმჯდომარე გახდება. შესაბამისად, საქართველო, როგორც OGP-ს წამყვანი ქვეყანა, საკუთარი სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულების ხარისხითა და მასშტაბურობით, სხვა წევრი ქვეყნებისათვის მაგალითს უნდა წარმოადგენდეს.

25 ნოემბერი 2016 image

საქართველო-რუსეთის ფედერაციის მოლაპარაკებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) საკითხებზე 5 წლის შემდეგ

164 წევრი ქვეყნისგან შემდგარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია მოწოდებულია გაამარტივოს და ჰარმონიზაცია გაუკეთოს სავაჭრო ურთიერთობებს მსოფლიო მასშტაბით და იმოქმედოს, როგორც დავების მოგვარების ინსტიტუტმა. საქართველო 2000 წლის 14 ივლისიდან ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია. რუსეთის ფედერაციას ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად 18 წლიანი მოლაპარაკებები დასჭირდა.

24 ნოემბერი 2016 image

ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის პროპაგანდის წინააღმდეგ

23 ნოემბერს, ევროპის პარლამენტმა (ევროპარლამენტი) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ვრცლად განიხილავს ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას და მის წინააღმდეგ სათანადო ზომების გატარებისკენ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს. რეზოლუცია სახელწოდებით „სტრატეგიული კომუნიკაცია ევროკავშირის წინააღმდეგ  მესამე მხარეთა მიერ წარმოებული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“ პროპაგანდის მთავარ წყაროდ ასახელებს რუსეთის ფედერაციასა და ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებებს.

19 ნოემბერი 2016 image

IDFI-მ და საია-მ საქართველოს მთავარ პროკურატურას შსს-ს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების განცხადებებით მიმართეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა (გაზეთი ბათუმელების სახელით), მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წინააღმდეგ გამოძიების  დაწყების შესახებ განცხადებები შეიტანეს.

10 ნოემბერი 2016 image

IDFI-ის სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „დიალოგი საჯარო და კერძო სექტორებს შორის“

IDFI-მ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) გამართეს სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „დიალოგი საჯარო და კერძო სექტორებს შორის.“ შეხვედრის მიზანი იყო საჯარო დაწესებულებებში რეფორმების შემუშავების პროცესში კერძო სექტორთან დიალოგის წახალისება და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

7 ნოემბერი 2016 image

საჯარო სამსახურის კანონით გათვალისწინებული ვადები ირღვევა

IDFI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დროულად უზრუნველყოს საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების შემუშავების პროცესის საჯარო კონსულტაციების ფორმატში წარმართვა და საზოგადოებრივი განხილვების შედეგად შემუშავებული დოკუმენტების დამტკიცება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება.  

2 ნოემბერი 2016 image

IDFI-მ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ექსპერტთა სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა უმასპინძლა 2 დღიან სამუშაო შეხვედრას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი და საქართველო).

31 ოქტომბერი 2016 image

ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის რეიტინგის ახალი ლიდერი - მექსიკა

მექსიკის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონის განახლებული ვერსია აფართოებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის პასუხისმგებელი პირების სიას და ზრდის ვებ-გვერდებსა და სპეციალურად შექმნილ საკონსულტაციო პლატფორმაზე განსათავსებელი ინფორმაციის ოდენობას. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, სწორედ ელექტრონული პლატფორმები წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მთავარ საშუალებას, რაც აადვილებს ინფორმაციის შენახვის, გაცემის და დახარისხების პროცესს და სრულ შესაბამისობაში მოდის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპებთან.

27 ოქტომბერი 2016 image

საქართველო კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში

2016 წლის კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის თანახმად 2016 წელს საქართველო0,65 ქულით არის შეფასებული. მოცემული შედეგით ქვეყანა 34-ე ადგილზეა 113 სახელმწიფოს შორის,. 0.65 ქულა მიიღო საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსში 2015 წელსაც, 2014 წელს - 0,53, ხოლო 2012 – 0,48 ქულა. კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში ლიდერობენ სკანდინავიის ქვეყნები: დანია, ნორვეგია და ფინეთი 0,89, 0,88 და 0,87 ქულებით.

28 სექტემბერი 2016 image

საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამართა საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონიალი. ღონისძიებაზე, რომელსაც IDFI უკვე მე-7-ე წელია მართავს, განხილული იყო 2016 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგები, ძირითადი ტენდენციები და სასამართლო პრაქტიკა.