ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | პუბლიკაციები | სტატია 6 დეკემბერი 2016

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა (რეგისტრაციის N857). IDFI მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.  

 

IDFI-ის მიერ გასაჩივრებული (სადავო) ნორმები განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებებიდან პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის, მათ შორის, საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოთხოვის წესს. სადავო რეგულირების თანახმად, პერსონალური მონაცემების შემცველ სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჯაროება დაუშვებელია, თუ განმცხადებელი პირდაპირ ან ირიბად შეძლებს, მიიღოს ინფორმაცია იმ პირებზე, ვის მიმართაც ეს გადაწყვეტილება არის გამოტანილი.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო სხდომები არის საჯარო და შეიძლება დაიხუროს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კონსტიტუციის ამ დათქმის საპირისპიროდ, სადავო ნორმები კრძალავენ პერსონალური მონაცემების შემცველი სასამართლო გადაწყვეტილების გაცემას იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გადაწყვეტილება საჯარო სხდომის შედეგად არის მიღებული.

 

სადავო ნორმების თანახმად, გადაწყვეტილების გამჟღავნება დაუშვებელია მაშინაც, თუ პერსონალური მონაცემები უკავშირდება ყოფილი/ამჟამინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ამასთან, სადავო ნორმები არც იმ შემთხვევებში ითვალისწინებენ პერსონალური მონაცემის შემცველი გადაწყვეტილების გასაჯაროების შესაძლებლობას, როდესაც საქმის მიმართ არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი.

 

იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება შეიცავს პერსონალურ მონაცემს, შეიძლება დავასკვნათ, რომ სადავო ნორმები ადგენენ სასამრთლო გადაწყვეტილებათა გაუცემლობის ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, დაინტერესებულ პირებს არ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეებზე.

 

IDFI მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ თვალსაზრისით, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს არამხოლოდ ინფორმაცია სასამართლოს პრაქტიკის განვითარების ზოგადი ტენდენციების შესახებ, არამედ მოსამართლის არგუმენტაციაც და გადაწყვეტილებებიც კონკრეტულ დავებთან დაკავშირებით.

 

აქედან გამომდინარე, IDFI ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის და 44-ე მუხლის, ისევე, როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

სარჩელი მომზადდა პროექტის „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ ფარგლებში. IDFI პროექტს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLOG) მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროექტის ძირითადი მიზანია სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესება, რაც მიიღწევა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერსების დაბალანსების გზით. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

01.12.2023

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ხარჯები

27.11.2023

ეროვნული კანონმდებლობა, კონვენცია და საჯარო ინფორმაციის უფლება: პრაქტიკული რჩევები შედეგიანობის გასაზრდელად

24.11.2023

IDFI-ის რამდენიმე წლიანი ადვოკატირების პროცესის შედეგად პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლთა საყოფაცხოვრებო სუბსიდია 2024 წელს 7-დან 40 ლარამდე გაიზრდება

24.11.2023
განცხადებები

„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასა და დეზინფორმაციის მიმართულებით ახალ დათქმას ეხმაურება

10.11.2023

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისიას

02.11.2023

ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს

30.10.2023

ვეხმიანებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან ნემსაძის კენჭისყრის პროცესს

18.10.2023
ბლოგპოსტები

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023

საქართველოს შრომის ბაზარზე ახალგაზრდების უმუშევრობის დონე

05.10.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების აღიარება: კონვენციის განვითარების პროცესი და ძირითადი პრეცედენტები

29.09.2023