IDFI-მ და საია-მ საქართველოს მთავარ პროკურატურას შსს-ს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების განცხადებებით მიმართეს

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | სტატია 19 ნოემბერი 2016

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა (გაზეთი ბათუმელების სახელით), მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებები შეიტანეს.

 

ორგანიზაციები ითხოვენ გამოძიების დაწყებას სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის თაობაზე. ორი სხვადასხვა, თუმცა არსით იდენტური საქმეები ეხება IDFI-ის და საია-ს მიერ შსს-ში გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის და საიას სარჩელები (IDFI - 2014 წლის 24 დეკემბერს; საია - 2015 წლის 6 იანვარს) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. ეს გადაწყვეტილებები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშედეგოდ გაასაჩივრა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარს არ გააჩნდა წარმატების პერსპექტივა, ხოლო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ კი საქმეზე მიღებული იყო არსებითად სწორი გადაწვეტილება.“

 

საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ (IDFI - 2016 წლის 13 ივლისი), თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოთხოვნილი ინფორმაციის, სრულყოფილი სახით გაცემა. თუმცა, შსს-ს სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აღუსრულებია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო იძულებით აღსრულებას ვერ განახორციელებს და სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება მხოლოდ შსს-ს შეუძლია.

 

„თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში სამინისტრო სხვადასხვა ხერხით ცდილობდა გაეჭიანურებინა საქმის პროცესი. რამდენიმე შემთხვევაში სამინისტროს წარმომადგენელი არ გამოცხადდა პროცესზე. უფრო მეტიც, საქმის მოსმენა არა ერთხელ გადაიდო შსს–ს წარმომადგენლების მიერ სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ისინი უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფდნენ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებას სრულყოფილი სახით. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი,“ განაცხადა IDFI- ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და დასძინა: „სასამართლოს განმარტებით, საზოგადოება უფლებამოსილია გაიგოს თუ რა თანხით აანაზღაურა ამა თუ იმ თანამდებობის პირის საქმიანობა საჯარო დაწესებულებამ. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოების მაღალი ინტერესის მატარებელია.“ 

 

სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. ინსტიტუტისთვის უცნობია, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირ(ებ)ის ვინაობა ან/და მათი ბრალეულობის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე აშკარად იკვეთება დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ამდენად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის და 101-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე IDFI-იმ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024