სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI შსს-ს წინააღმდეგ

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | სტატია 6 აგვისტო 2015

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შსს-ს სააპელაციო საჩივარი IDFI-ის წინააღმდეგ. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ვალდებულება სრულყოფილი სახით გაეცა ინფორმაცია 2013 წელს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ თვეების მიხედვით, ცალ–ცალკე სახელებისა და გვარების მითითებით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები, ამასთან სააპელაციო სასამართლომ დამატებით ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის ბალანსის დაცვის მნიშვნელობას. მოსამართლემ განმარტა, რომ მონაცემთა დაცვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და კონვენციის საფუძველზე სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა საჯარო ინტერესის გათვალიწინებით დაადგინოს ბალანსი აღნიშნულ უფლებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის.

 

 

მოსამართლე ნინო ქადაგიძის განმარტებით საერთაშორისო აქტები, ისევე როგორც შიდა კანონმდებლობა, ადგენს არა მხოლოდ ინფორმაციის დაცულობის, არამედ ინფორმაციის მიღების უფლებას, რომლისადმი მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილს.

 

სასამართლომ სრულად გაიზიარა IDFI-ის არგუმენტაცია და აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სხვა ფიზიკური პირისგან განსხვავებით თანამდებობის პირი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს პერსონალური ინფორმაციის სრული მოცულობით დაცვა. იმ ვითარებაში, როდესაც პირი აცხადებს მზაობას დაიკავოს შესაბამისი თანამდებობა, ამით ის ადასტურებს საკუთარ ნებას ხელმისაწვდომი გახადოს ის ინფორმაცია, რომელიც სხვა პირთან მიმართებაში ექვემდებარება საკანონმდებლო დაცვას.

 

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საბოლოოდ დეასმევა წერტილი იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც საჯარო დაწესებულებები უარს აცხადებენ გასცენ ინფორმაცია თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ დეტალური სახით სახელებისა და გვარების მითითებით და ნაცვლად ამისა განმცხადებლებს მიუთითებენ მოიძიონ ინფორმაცია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში სადაც მონაცემები მხოლოდ ჯამური სახით არის გამოქვეყნებული.


IDFI მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესის შემდგომი გაჭიანურების გარეშე საქართველოს კანონმდებლებით გათვალისწინებული წესით გასცეს ჩვენს მიერ 2014 წლის 13 ივნისს მოთხოვნილი ინფომრაცია თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ დეტალური სახით (თვეების მიხედვით სახელებისა და გვარების მითითებით). შსს-ს მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შემთხვევაში, გვექნება საკმარისი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უწყების ქმედებები ემსახურება პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურებას, იქიდან გამომდინარე, რომ ანალოგიურ დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი IDFI-ის წინააღმდეგ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024