სტატია

21 თებერვალი 2018 image

გენდერული თანასწორობა – მდგრადი განვითარების ქვაკუთხედი

2018 წლის 21 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მონაწილლება იმსჯელეს გენდერულ თანასწორობაზე, როგორც მდგრადი განვითარების ერთერთ საკვანძო საკითხზე. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის მიღწევის პერსპექტივები, რომელიც გულისხმობს 2030 წლისთვის ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას.

5 თებერვალი 2018 image

საქართველო საკანონმდებლო ღიაობას ზრდის

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 24 ვალდებულებიდან 13 სრულად, ხოლო 11 კი ნაწილობრივ შეასრულა. 2017 წლის მიღწევებს შორისაა პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის ინიცირება და ელექტრონული პეტიციების სისტემის ამოქმედება. ღია პარლამენტის ვალდებულებების შესრულება 2018 წელს გაგრძელდება.

23 იანვარი 2018 image

ღია მმართველობის პარტნიორობა - „საქართველოს, როგორც პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანას, რეფორმათა უფრო ამბიციური გეგმის დასახვა მართებს“

2018 წლის 23 იანვარს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მხარდამჭერმა გუნდმა (Support Unit) გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საქართველოს, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ რეფორმების უფრო ამბიციური გეგმის შემუშავების საჭიროებაა განხილული. სტატიაში ნათქვამია:

 

9 იანვარი 2018 image

მდგრადი განვითარების მიზნების გლობალური დღის წესრიგი და საქართველოს მიერ განვლილი გზა 2015 წლიდან დღემდე

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში A/RES/70/1 რეზოლუციით მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება - ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.

27 დეკემბერი 2017 image

საქართველოში პეტიციების ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

22 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ ელექტრონული პეტიციების პორტალი (ichange.gov.ge) აამოქმედა. პორტალის გამოყენებით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ელექტრონული პეტიციის შექმნა, ხოლო საკმარისი ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება უპასუხოს პეტიციას და ეს პასუხი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს პორტალზე.

25 დეკემბერი 2017 image

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შემოწმების შესახებ ინფორმაცია საჯაროა -სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI Vs. შემოსავლების სამსახური

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დაადგინა, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზი) შემოწმების შესახებ ინფორმაცია არ განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას, შესაბამისად ის წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 

25 დეკემბერი 2017 image

ევროკავშირის ომბუდსმენის გადაწყვეტილება: ევროკომისიამ ინფორმაციის გამომთხოვს საფოსტო მისამართი არ უნდა მოსთხოვოს

მადრიდი, 20 დეკემბერი 2017 – [ინფორმაციის თავისუფლებაზე მომუშავე ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის] „Access Info Europe-ის“ საჩივრის საფუძველზე ევროპის ომბუდსმენმა დაასკვნა, რომ ევროკომისიის პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, იგი საჯარო დოკუმენტების გამომთხოვ პირებს ვინაობის დასადასტურებლად საფოსტო მისამართს სთხოვს, არის „უპატივცემულო მოქალაქეებისა და მათი ფუნდამენტური უფლებების მიმართ“ და წარმოადგენს „არასწორი ადმინისტრირების“ მაგალითს.

20 დეკემბერი 2017 image

IDFI-მ გიორგი მამალაძის და მისი ადვოკატების კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“(IDFI-მ) სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მაია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

 

19 დეკემბერი 2017 image

საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ექსპერტებმა კანონშემოქმედებით პროცესში გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობის საკითხები განიხილეს

2017 წლის 18 და 19 დეკემბერს თბილისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა გამჭვირვალე და მონაწილეობითი საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის პრაქტიკული გზების შესახებ. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერით.

11 დეკემბერი 2017 image

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე: IDFI-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და არსებული გამოწვევები

მსოფლიოს მასშტაბით, 9 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ეს დღე მნიშვნელოვანია კორუფციის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის და მიმდინარე პრობლემების აღმოფხვრისთვის ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვისთვის.