სტატია

7 აგვისტო 2019 image

ტრენინგი აჭარის რეგიონის ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის

2019 წლის 2 აგვისტოს, IDFI-ის გუნდი ქალაქ ბათუმს ეწვია და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის (22 მონაწილე) ტრენინგი ჩაატარა, რომელიც საჯარო მონაცემებთან მუშაობის ტექნიკასა და არსებულ პრაქტიკას ეხებოდა. 

10 ივლისი 2019 image

ჩართულობის მხრივ ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტების ინიციატორი სახელმწიფო უწყებების დაჯილდოება

30-ზე მეტი საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელი შეიკრიბა IDFI-ის და USAID-ის პროექტის G4G-ის მიერ ორგანიზებულ - საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების 2014-2019 წლების ანგარიშის - პრეზენტაციასა და გამარჯვებული კანონპროექტების დაჯილდოების ცერემონიალზე.

 

8 ივლისი 2019 image

ქართული მედიის გაძლიერება მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მონიტორინგის მიზნით

2019 წლის 3-4 ივნისს, IDFI-იმ ყვარელში ტრენინგი ჩაატარა აღმოსავლეთ საქართველოს მედია ორგანიზაციების (ბეჭდური, ონლაინ და მაუწყებლობა) წარმომადგენლებისთვის მონაცემთა ანალიზის საკითხებზე. ტრეინინგი სახელწოდებით - ღია მონაცემენზე მუშაობა მთავრობის ანგარიშვალდებულების ეფექტური მონიტორინგისთვის - არის IDFI-ის ტრენინგთა სერიის ნაწილია, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით მართავს. 

2 ივლისი 2019 image

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგები

საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი, 2019 წელსაც დაბალია - 28%. მერიების საშუალო შედეგია - 25%, ხოლო საკრებულოების კი 31%. 

1 ივლისი 2019 image

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის, 4 აპრილის გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ. სასამართლომ მოპასუხე მხარეს დაავალა ინფორმაციის გაცემა საარქივო ფონდის დოკუმენტებზე დაშვების შესახებ განხილულ განცხადებათა და მათზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული არქივის განცხადებით, ის არ აწარმოებდა IDFI-ის მიერ მოთხოვნილ სტატისტიკურ მონაცემებს.

26 ივნისი 2019 image

ღია სამთავრობო მონაცემების ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენების პერსპექტივები

ღია სამთავრობო მონაცემების ხელმისაწვდომობა და საზოგადოების მიერ მათი გამოყენების პერსპექტივები - ამ თემაზე დღეს ბიზნესის, სტარტაპების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. 

 

19 ივნისი 2019 image

კარგი მმართველობის რეფორმის როლი ეკონომიკურ განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაში - IDFI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე საკუთარი პანელით წარსდა

500-ზე მეტი დელეგატი 15-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდა თბილისში გამართულ ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში - განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები.  

17 ივნისი 2019 image

მთავრობის ზედამხედველობის საკითხი ქართული მედიის და აქტივისტების ყურადღების ცენტრში

IDFI-იმ მთავრობის ზედამხედველობის მექანიზმებისა და მეთოდების შესახებ 30-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტისთვის ორი პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარა. 

14 ივნისი 2019 image

2019 წლის ყველაზე პროაქტიულად ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები ცნობილია

დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოში 100 საჯარო დაწესებულების ოფიციალური ვებგვერდის მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა.

11 ივნისი 2019 image

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა - საკონსტიტუციო სასამართლომ IDFI-ის სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოში სასამართლო გადაწვეტილებათა ხელმისაწვდომების ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა 2015 წლის ოქტომბრიდან. თუკი მანამდე სასამართლოები სრულყოფილი სახით გასცემდნენ გადაწყვტილებათა ასლებს, შემდგომ პერიოდში დამკვიდრდა გადაწყვეტილებათა გაცემაზე პერსონალურ მონაცემების დაცვის არგუმენტაციაზე მითითებით უარის თქმის პრაქტიკა.