ტრენინგი აჭარის რეგიონის ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის

სიახლეები | ტრენინგები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 7 აგვისტო 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ტრენინგების სერია გრძელდება. 2019 წლის 2 აგვისტოს, IDFI-ის გუნდი ქალაქ ბათუმს ეწვია და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის (22 მონაწილე) ტრენინგი ჩაატარა, რომელიც საჯარო მონაცემებთან მუშაობის ტექნიკასა და არსებულ პრაქტიკას ეხებოდა. განსახილველ თემებს შორის იყო:

 

- როგორ აღმოვაჩინოთ და გადავამოწმოთ საეჭვო გარემოებები სახელმწიფო შესყიდვებში;

 

- როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრივი განკარგვა;

 

- როგორ მოვიპოვოთ საჯარო მონაცემები ხელისუფლების საქმიანობის შესახებ; და

 

- როგორ გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია.

 

მონაწილეებმა ასევე მიიღეს პრაქტიკული რჩევები ვიზუალიზაციების მომზადების შესახებ, რაც მათ დაეხმარება საზოგადოებისთვის მონაცემების ეფექტურ კომუნიკაციაში.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურ კონტროლში,“ – აღნიშნა თეონა ტურაშვილმა, IDFI-ის მედიის, ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

„IDFI-ის ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. მის შედეგად ვისწავლე საჯარო ინფორმაციის სწორად გამოთხოვა. ასევე, როგორ გადავამოწმო მიღებული ინფორმაცია და დავამუშაო/გამოვსახო მონაცემები. ჩემთვის ასევე ძალიან საინტერესო იყო ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები,“ – ტრენინგის მონაწილე სტუდენტ/აქტივისტი.

 

„ვისწავლე, თუ რამდენად დიდ ბაზებზე მაქვს წვდომა, როგორც ჟურნალისტს, ჩემი მასალის დასამტკიცებლად. როგორ უნდა დავადგინო, ამა თუ იმ პიროვნების ან კომპანიის მონაცემები მარტივად სხვადასხვა გზებით და, ყველაზე მთავარია, მე, როგორც ჟურნალისტს, როგორ შემიძლია ხელისუფლების და სხვა სახელმწიფო უწყებების ეფექტური კონტროლი. ამ ტრენინგს სამომავლოდ უფრო მეტი პრაქტიკული ნაწილით დავტვირთავდი. დრო იმ ინფორმაციის მისაღებად და აღსაქმელად, რაც ამ ტრენინგზე მივიღე, ჩემთვის არ იყო საკმარისი. ვისურვებდი, თქვენთან ამ ზღვა ინფორმაციისა და შესაძლებლობების არსებობის შესახებ მოწოდებული ცოდნის უკეთ გასააზრებლად, ტრენინგის რამდენიმე დღეზე გადანაწილებას, რათა უკეთ „შემესრუტა“ თქვენს მიერ მოწოდებული ცოდნა,“ხატია გოგრაჭაძე, TV 25.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის გუნდის წევრები: თეონა ტურაშვილი, მედიის, ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი; მარიამ გოგიაშვილი, ანალიტიკოსი; და გოგა თუშურაშვილი, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.


ტრენინგი ხორციელდება პროექტ „სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024