სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის

პროექტები | დასრულებული პროექტები 1 მარტი 2019

 

 

პროექტის სახელწოდება: სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის

დონორი ორგანიზაცია: ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი
პროექტის ნომერი: 21830043
ბიუჯეტი: 33,670 ევრო
ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2019 – 29 თებერვალი, 2020
პარტნიორი ორგანიზაციები: KohoVolit.eu (ჩეხეთიდასლოვაკეთი), K-Monitor Public Benefit Association (უნგრეთი), ePaństwo Foundation (პოლონეთი)

საკონტაქტო პირი: ლევან ავალიშვილი 

 

პროექტის მიზნები



პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს საქართველოში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფები და ზოგადად საზოგადოება, რათა მათ უფრო ეფექტურად შეძლონ ხელისუფლებაზე დაკვირვება და მისი გაკონტროლება. პროექტის მიზანია, ასევე, საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდა.


1) ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების შესაძლებლობების გაზრდა მათი ზედამხედველობითი უნარების გაუმჯობესებითა და სადამკვირვებლო საქმიანობის წახალისებით;


2) საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდა ადვოკატირების სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით.


პროექტი გულისხმობს ერთიანი მიდგომის გამოყენებას საზოგადოებრივი ზედამხედველობის გასაძლიერებლად. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს სადამკვირვებლო ჯგუფებისთვის, მათი პროფესიული უნარების გამდიდრებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საგამოძიებო ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის თანამშრომლობის წახალისებითა და მეტ საჯარო მონაცემზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.


ეს მიდგომა მთელს ქვეყანაში კიდევ უფრო გაზრდის მაღალკვალიფიციური დამკვირვებლებისა და საგამოძიებო ჟურნალისტების რაოდენობას, რომლებსაც ექნებათ საკმარისი უნარები, რომ გააკონტროლონ საჯარო ფინანსების ხარჯვა. გარდა ამისა, სადამკვირვებლო საქმიანობის წახალისებით პროექტი გაზრდის საზოგადოების მხარდაჭერას კარგი მმართველობისადმი. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება ვიშეგრადის ქვეყნებიდან.


პროექტის შედეგები


1. ტრენინგისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოს მომზადება;


2. ვიშეგრადის ქვეყნებიდან პროექტის პარტნიორებთან კონსულტაციები;


3. სამუშაო შეხვედრები/პრაქტიკული ტრენინგები;


4. ჟურნალისტებისთვის/აქტივისტებისთვის/სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის კონსულტაციების უზრუნველყოფა;
5. ანალიტიკური/საგამოძიებო სტატიების მომზადება;


6. ვიზუალიზაციებისა და ინფორმაციული ვიდეოების მომზადება;


7. მონაცემთა ბაზების მომზადება და www.DataLab.ge-ის შემდგომი განვითარება;


8. ანალიტიკური/საგამოძიებო ანგარიშების/სტატიების კონკურსი;


9. სამუშაო შეხვედრები ღია მონაცემებზე;


10. საბოლოო პრეზენტაცია.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები

 

პროექტის ბიუჯეტი 

 

 ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024