ცხოველთა მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობის მდგომარეობა საქართველოში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ანალიზი 6 აგვისტო 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა ცხოველთა წინააღმდეგ სასტიკ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მისი აღსრულების მდგომარეობა საქართველოში. ამ მიზნით IDFI-მ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა შესაბამისი უწყებებიდან. IDFI ასევე გაეცნო მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო რეგულაციებსა და იმ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას, რომლებიც გამოირჩევიან ცხოველთა კეთილდღეობის მაღალი სტანდარტებით. 

 

 

აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:


სამართლებრივი რეგულირება


- საქართველო გაწევრიანებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში, თუმცა არ არის შინაური ბინადარი ცხოველების დაცვის ევროპული კონვენციის ხელმომწერი.


- საქართველოში ამჟამად არ არსებობს შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა. „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმულ ნაბიჯი იქნება საქართველოში ცხოველთა დავის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.


- დადებითად უნდა შეფასდეს კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში შესული ცვლილებები, რომელთა შედეგადაც გამკაცრდა პასუხისმგებლობა ცხოველთა მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის.


- მეტ დასაბუთებას მოითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მშობელთა პასუხიმგებლობას, არასრულწლოვანთა მიერ ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობისთვის. არასრუწლოვანთა ქმედებებს, გარდა მშობლებისა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ ასევე აღმზრდელობითი დაწესებულებები და ზოგადად საზოგადოება. ვფიქრობთ, პრაქტიკაში შეუძლებელი იქნება იმის დადასტურებით მტკიცება, რომ არასრულწლოვნის მიერ განხორცილებული ქმედება პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია მშობლებთან მიერ საკუთარი უფლება-მოვალეობების არაჯეროვანად შესრულებასთან.

 

სტატისტიკური მონაცემები


- მიღებული მონაცემების თანახმად ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ცხოველთა წამების და მათდამი სასტიკი მოპყრობის (სსკ-ის 259-ე მუხლი) ფაქტებზე გამოძიებათა დაწყების მაჩვენებელი.

 

- თუ გავითვალისწინებთ იმ მოწინავე ქვეყნების სტატისტიკას, სადაც ცხოველთა კეთილდღეობის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტებია დანერგილი, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში მსგავს დანაშაულთა დიდი რაოდენობა სამართალდამცავ ორგანოებამდე ვერ აღწევს.

 

- ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მაჩვენებლები ერთეული ხასიათის არის.

 

- დაბალია ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით სასამართლოთა მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობაც.

 

- რაც შეეხება გამოყენებული სასჯელის ზომებს, სასამართლოთა მიერ უმეტეს შემთხვევაში ბრალდებულებს შეეფარდებათ ჯარიმა, ხოლო უფრო მკაცრი სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში გამოიყენება.

 

- ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სტატისტიკა არ წარმოებს სრულყოფილი სახით, თითოეული მუხლის მიხედვით, რაც შეუძლებელს ხდის სრული სურათის დანახვასა და პრობლემის მასშტაბის განსაზღვრას.

 

ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისა და წამების შემთხვევების შემცირება კომპლექსური საკითხია. აუცილებელია ყოვლისმომცველი კანონმდებლობისა და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყების არსებობა, რომელიც სპეციალიზებული იქნება ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხების გამოვლენასა და რეაგირებაზე, მათ შორის შესაბამისი დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში საქმეთა სამართალდამცავი უწყებებისთვის მიწოდებაზე. უმნიშვნელოვანესია საქართველომ საერთაშორისო დონეზე დააფიქსიროს მაღალი პოლიტიკური ნება იმისა, რომ ქვეყანაში დაინერგოს ცხოველთა დაცვის მაღალი სტანდარტები, რომლებიც თანხვედრაში იქნება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ რეგულაციებთან. ამ მხრივ გადადგმული პირველი ნაბიჯი შინაურ ბინადარ ცხოველთა დაცვის კონვენციის ხელმოწერა უნდა იყოს.


აუცილებლია ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობის პრობლემის სრულყოფილი შესწავლა. აღნიშნული კი შეუძლებელია ამომწურავი სტატისტიკური მონაცემების არ არსებობის პირობებში. მნიშვნელოვანია, ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სტატისტიკის განცალკევებით წარმოება და მისი პროაქტიულად გამოქვეყნება.


გარდა სახელმწიფო პოლიტიკის და კანონმდებლობის დახვეწისა აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ. აღნიშნული საკითხი გათვალიწინებული უნდა იყოს სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო განათლების პროგრამებში. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ საკითხზე ინფორმაცია საზოგადოების მცირეწლოვან წევრებს ადრეული ასაკიდანვე სწორი სახით მიეწოდოთ.

 

ანალიზი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას. 

 

 

 

 

/public/upload/IDFI_2019/visegrad/Animal_Cruelty_Geo.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024